ქვიშაქექია (ფრინველი)
ქვიშაქექია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ზაფხულის შეფერილობა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Calidris alba (Pallas, 1764) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22693369 | |||||||||||||||
|
ქვიშაქექია[1][2] (ლათ. Calidris alba) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 18 სმ, ფრთის შლილი 40–45 სმ,[2] მასა 45–75 გ. ფეხები სამთითიანია (უკანა თითი არ აქვს). ზურგი შავია წითური ლაქებით, ზამთარში — ღია რუხი, მუცელი თეთრი; აქვს მოკლე, სწორი, შავი ნისკარტი, ფრენისას აჩენს ფრთის თეთრ ზოლსა და ფრთის კუთხის მუქი ფერის ლაქას; არამობუდარს აქვს ნაცრისფერი ზურგისა და თეთრი მუცლის მხარეები; წლევანდულას ზურგი შავ-თეთრია.[2] გავრცელებულია უკიდურესი ჩრდილოეთი ციმბირისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზღვისპირა ტუნდრაში, გრენლანდიაზე და არქტიკის რამდენიმე კუნძულზე. ზამთრობს სამხრეთ აზიის, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზღვის სანაპიროებზე; საქართველოში გვხვდება გადაფრენისას.[2] ბუდეს მიწაზე აკეთებს. დებს 4 ზეთისხილისფერ-ყვითელ შავლაქებიან კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 23–24 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებითა და სხვა მცირე უხერხემლოებით, ზოგჯერ ტუნდრის მცენარეულობის კვირტებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქვიშაქექია — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 63, 159, 182.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 96, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8