ქვიშანი დარჩებიან
იერსახე
„ქვიშანი დარჩებიან“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1976 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორია გიორგი შენგელაია. ის აგრეთვე არის სცენარის თანაავტორი რევაზ ინანიშვილთან ერთად და ასრულებს მთავარ როლს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში ალაზნის ველზე სარწყავი არხის მშენებლობისას შექმნილი წინააღმდეგობებია გადმოცემული. მშენებლობის მთავარ ინჟინერს, ვაჟა გიორგაძეს, ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა უწევს. მას საკუთარი ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. საერთო კეთილდღეობისთვის კომპრომისებზე წასვლაა საჭირო - ზოგს საკუთარი კერის დათმობაც შეიძლება მოუწიოს.
როლებს ასრულებენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფიკო ჭიაურელი — ეკა
- ნაზი გაურგაშვილი — თოვლა
- გურამ ფირცხალავა — ბოჩო
- გიორგი შენგელაია — ვაჟა
- მერაბ ელიოზიშვილი — კოლმეურნეობის თავმჯდომარე
- ჯემალ შანშიაშვილი
- აბო ზარდიაშვილი
- ფლორა (ფეოდოსია) შედანია
- მარგო გვარამაძე
- ნაზი ქვაჭრელაშვილი
- გიორგი მჭედლიშვილი
- თომა ვარადაშვილი
- ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქვიშანი დარჩებიან“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- „ქვიშანი დარჩებიან“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
|