ქვის ხიდი (ტომსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქვის ხიდი
რუს. Каменный мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 52°29′17″ ჩ. გ. 84°57′03″ ა. გ. / 52.48806° ჩ. გ. 84.95083° ა. გ. / 52.48806; 84.95083
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია უშაიკა
თაღების რაოდენობა 1
სიგრძე 42,2 
სიგანე 24,4 
კონსტრუქტორი/არქიტექტორი კონსტანტინ ლიგინი
გახსნის თარიღი 1916 წ.
რეკონსტრუქცია 1984-1989, 2007 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010033000
ქვის ხიდი (ტომსკი) — რუსეთი
ქვის ხიდი (ტომსკი)
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ქვის ხიდი (რუს. Каменный мост) — საფეხმავლო, საავტომობილო და ტრამვაის ხიდი ტომსკში, მდინარე უშაიკაზე. ხიდის სიგრძეა 42,2 მეტრი. ააგეს 1916 წელს არქიტექტორ კონსტანტინ ლიგინის პროექტის მიხედვით. ხიდი არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინაბეტონის ფილებისაგან ხიდი ააგეს ინჟინრებმა ცეზარ ლიუბინსკიმ და ედუარდ ვეკერმა ძველი ხის დუმის ხიდის ადგილზე, რომელიც აგებული იყო ჯერ კიდევ 1819 წელს მომავალი დეკაბრისტის გავრილ ბატენკოვის პროექტის მიხედვით, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში საკმაოდ მოძველდა. ქვის ხიდი კონსტანტინ ლიგინის უკანასკნელი ნამუშევარი აღმონდა, მისი აგების შემდეგ იგი მხოლოდ პედაგოგიური საქმიანობით დაკავდა ტომსკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. პირველად ხიდი გაიხსნა 1915 წლის 2 დეკემბერს, მაგრამ 1916 წლის გაზაფხულის წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ხიდი კვლავ გაარემონტეს და საბოლოოდ გაიხსნა 1916 წლის 20 ოქტომბერს.

ხიდის სიგრძეა 42,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 24,4 მეტრი. ხიდის ოთხივე კუთხეს ამშვენებს როსტრალური კოლონა, რომელთა შორის განთავსებულია ოთხი განათების ბოძი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ხიდზე გაიყვანეს რკინიგზის ხაზი ТЭЦ-1, რისთვისაც საჭირო გახდა ხიდის გამაგრებითი სამუშაოები. 1949 წელს ხიდზე ტრამვაის ხაზი გაიყვანეს, რის გამოც არკინიგზო ხაზი გადაიტანეს.

ქვის ხიდი არის ტომსკის ერთადერთი ტრამვაის ხიდი. 1984-1989 წლებში მიმდინარეობდა ხიდის სარესტავრაციო სამუშაოები. 2007 წელს კი წარიმართა კაპიტალური რეკონსტრუქცია. აყარეს სქელი ასფალტის მოძველებული ფენა, გაამაგრეს ხიდის საყრდენები და მდინარე უშაიკის სანაპიროები ამ რაიონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]