ქვის ხავსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვის ხავსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  Lecanoromycetes
ოჯახი:  Parmeliaceae
გვარი:  Melanelia
ლათინური სახელი
Melanelia stygia (L.) Eesl, 1978

ქვის ხავსი (ლათ. Melanelia Stygia) — მელანელიას გვარის სოკო პარმელიაცეასებრთა ოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალუსი არასორად როზეტისებრია, ზოგიერთ შემთხევაში გაურკვეველი ფორმის, 10 სანტიმეტრი დიამეტრის. მეტ-ნაკლებად მჭიდროდ მიმაგრებული სუბსტრატზე. აქვს მოკლე და ვწირო ნაკვეთები, 1-5 მმ სიგრძისა და 0.5-1.5 მმ სიგანის. ზემოთა ზედაპირი მოყავისფრო, მუქი ყავისფერი ან თითქმის შავი, გლუვი, პრიალა (განსაკუთრებით ახალგაზრდა ნაკვთების ბოლოები), ზოგჯერ მქრქალი ადგილებით, სორედიების და იზიდიების გარეშე, მაგრამ ჩვეულებრივ პიკნიდიებით. ქვემოთა ზედაპირი კი მქრქალი, შავი, ბოლოებისაკენ ყავისფერი და პრიალა, შავი რიცინებით, რომლებიც გვხვდება თალუსის კიდემდე. აპოტეციუმი 6 მმ-მდე დიამეტრის, მოყავისფრო-მოშავო მქრქალი ან ოდნავ პრიალა დისკოთი და სქელი, დაკბილული კიდით. სპორა ელიფსისებრი, 7.5-9.5 X 4.5-6 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში გავრცელებულია სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მესხეთის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]