ქვის დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვის დარბაზი
Каменное зало
მდებარეობა ლომონოსოვი
თარიღდება 1749-1751
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810305026

ქვის დარბაზი (რუს. Каменное зало) — ორანიენბაუმის სასახლეებისა და პარკების ანსამბლის პავილიონი, რომელიც მდებარეობს მენშიკოვის დიდ სასახლესა და პავილიონ კატალნოი-გორკის შორის, ბუნებრივ შემაღლებაზე, ქალაქ ლომონოსოვში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის დარბაზის მშენებლობა 1749-1751 წლებში მიმდინარეობდა. პროექტის ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია. 1750-იანი წლების დოკუმენტებში ქვის დარბაზს ეწოდება „ახალი სასახლე“, „ლამაზი ბაღი“ და შემდეგ „საკონცერტო დარბაზი“. შენობა, სავარაუდოდ, კონცერტებისთვის იყო განკუთვნილი — მას დიდი დარბაზი ჰქონდა გარკვეულ ეტაპზე. 1750-იან წლებში ქვის დარბაზის მახლობლად გაიმართა რამდენიმე საინტერესო წვეულება და ფესტივალი.

1784 წლისთვის, კონცერტის დარბაზი, როგორც ჩანს, არ ფუნქციონირებდა, დოკუმენტებით კი ეს მტკიცდება, რადგანაც შენობას საერთოდ არ გააჩნდა შესაბამისი ინსტრუმენტები და არ იყო სათანადოდ აღჭურვილი. 1808-1812 წლებში შენობაში ფუნქციონირებდა სამხედრო საავადმყოფო, სადაც სამამულო ომში დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1902-1904 წლებში არქიტექტორმა ო. ა. პოლსონმა ჩაატარა ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები, სწორედ ამ დროს შეაკეთეს დასავლეთის მხარეს მდებარე სამრეკლო. 1950-იანი წლებში შენობას ჩაუტარდა კიდევ ერთი რესტავრაცია, ამ დროს აღდგენილ იქნა მ. მ. პლატონოკოვას მიერ შენობის ინტერიერი. მის დროს გაუქმდა სამრეკლო.

ამჟამად პავილიონში განთავსებულია ორანიენბაუმის პარკისა და ინტერიერის ქანდაკებები. ასევე მოქმედებს ინტერაქტიული კინოთეატრი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ქვის დარბაზში ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зодчие Санкт-Петербурга. XVIII век / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1997. — 1021 с. — ISBN 5-289-01585-X.