ქვენიფნეველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვენიფნეველები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ცხრაზმისხევის (ცხრაზმისხევი; ქსნის ხეობის ნაწილი) ერისთავები. საგვარეულოს დამფუძნებელი (ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის „ძეგლი ერისთავთა“ ცნობით) იყო როსტომ ბიბილური. როსტომს (VI ს.) ცხრაზმისხევში სამფლობელოდ მიუღია ქვენიფნევი, რის შემდეგაც მის გვარისშვილებს ეწოდათ ქვენიფნეველები (ქვენიფნეველი ზოგჯერ სახელადაც გვხვდება ამ საგვარეულოში). როსტომმა სამარხად მიიღო ლარგვისის მონასტერი, რომელიც იქცა ქვენიფნეველების საგვარეულო მონასტრად (ამის გამო ამ საგვარეულოში ხშირად გვხვდება სახელი „ლარგველი“). ბიზანტიის კეისარმა იუსტინიანემ როსტომი დაამტკიცა ცხრაზმისხევის ერისთავად. მის საერისთავოში შედიოდა 7 ხევი. ცხრაზმისხევის საერისთავო თავდაპირველად შედიოდა ქართლის საერისთავთერისთავოში, XIII საუკუნის II ნახევრიდან კი თვით იქცა საერისთავთერისთავოდ. მოგვიანებით (XV-XVI სს.) ცხრაზმისხევის საერისთავო გადაიქცა ქსნის საერისთავოდ, ხოლო ქვენიფნეველები - ქსნის ერისთავებად. რაკი ქვენიფნევი აღარ იყო ქსნის ერისთავთა რეზიდენცია, საგვარეულოსაც აღარ ეწოდებოდა ქვენიფნეველები, თუმცა სახელი ქვენიფნეველი XV-XVII საუკუნეებშიც გვხვდება ამ გვარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]