ქვემო ხოდაშნის ნადარბაზევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ხოდაშნის ნადარბაზევიარქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთ-დასავლეთით, 2-2,5 კილომეტრზე ყანაში. სავარაუდოდ, თარიღდება XVIII საუკუნის II ნახევრით.

შენობა რიყის ქვითაა ნაშენი. ძლიერ დაზიანებულია. იმდენად, რომ გასუფთავების გარეშე, მისი გეგმის სრულად დადგენა არ ხერხდება. როგორც ეს შემორჩენილი ნაშთებიდან ირკვევა, ნაგებობაში შერწყმული იყო საცხოვრებელი და სამეურნეო ფუნქციები. შენობის გეგმა ტეხილი მოხაზულობისაა და რამდენიმე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, იგი, ძირითადად, შედგება ორი, არათანაბარი ფართობის, სწორკუთხა ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთისგან კაპიტალური კედლით იყო გამიჯნული

აღმოსავლეთ ნაწილი შედარებით მოზრდილია და სავარაუდოდ, სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენებდა, დასავლეთ ნაწილი კი გამაგრებულ საცხოვრებელს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ნაწილის აღმოსავლეთ კუთხეებში თითო, ცილინდრული კოშკია ჩართული მათ შორის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის კედლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი - ერთი, ცალმაგი სათოფურით, რომელიც შენობის აღმოსავლეთ ნაწილის ჩრდილოეთ კედლის გასწვრივა მიმართული. მეორე სამხრეთ- აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი კოშკი კი დანგრეულია ისე, რომ მისი კვალი ნაწილობრივ იკითხება. მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. მათ შორის სამხრეთ კედლის შუაში საწნახელია იგი არათანაბარი ზომის განყოფილებისგან შედგება და წინიდან, მთელ სიგრძეზე, მცირე სიგანის საფეხური გაუყვება. საწნახლის დასავლეთ კიდეში აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ კედელი წყდება და მართი კუთხით სამხრეთით მიემართება. სავარაუდოდ, შენობის ამ მონაკვეთში მცირე უბე იყო შექმნილი, რომლის ერთ-ერთ კედელში შესასვლელი იყო მოწყობილი. ნაგებობის დასავლეთ ნაწილში სამი, სწორკუთხა სადგომისგან შედგებოდა და რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო იგი სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითა დაგრძელებული, რომლის გამოც სიგანით, აღმოსავლეთ ნაწილს რამდენადმე აღემატება. შესაბამისად, ჩრდილოეთ ფასადის მხარეს მისი კედელი აღმოსავლეთ ნაწილის კედლის მიმართ, წინაა წამოწეული და მცირე შვერილს ქმნის. ამჟამად ამ ნაწილში მხოლოდ ორი, არათანაბარი ფართობის, სწორკუთხა ოთახია შემორჩენილი, რომლებიც ერთმანეთისგან კაპიტალური კედლით არის გამიჯნული. მათგან სამხრეთისა კვადრატული გეგმისა და ფართობით ჩრდილოეთით მდებარე ოთახზე თითქმის ორჯერ მეტია. ჩრდილოეთით მდებარე ოთახს მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი შემორჩა - ერთი, ცალმაგი სათოფურით აღმოსავლეთ ბოლოსთან სამხრეთით მდებარე ოთახს კი დასავლეთ კედელი ამ სადგომს სამხრეთიდან ეკვროდა კიდევ ერთი, სწორკუთხა სადგომი, რომელიც მთლიანად დანგრეულია და მისი სტრუქტურის დადგენა არ ხერხდება. ძველი გამაგრებული საცხოვრებლის საინტერესო ნიმუშია, შენობის კორპუსში, როგორც ჩანს, გაერთიანებული იყო ორი ნაწილი, რომლებშიც საბრძოლო ელემენტებით აღჭურვილი საცხოვრებელი და სამეურნეო ფუნქციის სადგომები იყო განთავსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]