ქვემო ხვითის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ხვითის კოშკიკოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის მოშორებით, ადგილზე, რომელსაც გალავნებს ეძახიან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია პირველი სართული. კოშკში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის მახარესაა. მის დასავლეთით ღრმა, თაღოვანი თახჩაა, ხოლო აღმოსავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ერთმაგი და ორმაგი თახჩიანი სათოფურებია. კოშკი შიგნიდან შელესილია. პირველი სართულის გადახურვა გუმბათოვანი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.