ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სნეკვში, გაბუაანის უბნის აღმოსავლეთით 1.5 კმ-ზე ტყიანი გორის წვერზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი მიეკუთვნება ე.წ. „ზურგიანი კოშკების“ რიცხვს. მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთი კი ნახევარწრიული.

შესასვლელი სამხრეთის კედელში მეორე სართულის დონეზეა. იგი სწორკუთხაა, 130 სმ. სიმაღლისაა. აქვს საურდულე ბუდე. კოშკი 5 სართულის დონეზე შემორჩა. სამხრეთ კედელს I, III, IV და V სართულზე თითო სარკმელი აქვს. კოშკის პროპორციები მეტყველებენ, რომ იგი გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო. სარ-თულშუა გადახურვები ბრტყელი, კოჭოვანი იყო. შემორჩენილია მხოლოდ საკოჭე ბუდეები.

კოშკის კედლებში სათოფურები არ შეიმჩნევა. იგი ნაშენია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვის კვადრებით. ქვა უმეტესად რუხი ფერისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 194-195