ქვემო სილეზიის ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო სილეზიის ოპერაციამეორე მსოფლიო ომის ნაწილი, საბჭოთა კავშირის შეტევა 1945 წლის 8-24 თებერვალს უკრაინის ფრონტზე.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის იანვრის ბოლოს სსრკ-ი ჯარები მიადგნენ მდინარე ოდერს. ფრონტის ზოლში გერმანიის მხრიდან თავს იცავდნენ არმიათა ჯგუფ „ვისლის“ მე-9 არმიის ერთი კორპუსი, არმიათა ჯგუფ 1ცენტრის“ მე-4 სატანკო და მე-17 არმიები. საბჭოთა კავშირი გეგმავდა შეტევის განხორციელებას ოდერზე არსებული ორი დიდი პლაცდარმიდან. შექიმნა სამი დამრტყმელი დაჯგუფება: ბრესლაუს ჩრდილოეთით, ბრესლაუს სამხრეთით და ფრონტის მარცხენა ფრთაზე. მათ მხარს უჭერდა მე-2 საჰაერო არმია. 8 თებერვალს საარტილერიო მომზადების შემდეგ ფრონტის ჯარებმა გაარღვიეს გერმანიის თავდაცვა ცენტრსა და მარცხენა ფრთაზე, გაანაადგურეს საშველად მოსული მისი რეზერვებიც. 15 თებერვლისთვის საბჭოთა ჯარებმა წინ წაიწიეს 60-110 კილომეტრით და დაიკავეს ნაუმბურგი, ლიგნიცი და სხვა ქალაქები. 24 თებერვალს საბჭოთა ჯარები მიადგნენ მდინარე ნაცს და შეიქმნეს ხელსაყრელი პოზიცია ბერლინზე შეტევისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]