ქვემო კოზი
შუა კოზი — სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის ჩასავლის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).
მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, კოზის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე. წარსულში სოფელ კოზის ერთ-ერთი უბანი. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ იყო.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 514.
| |||||||||||||