ქვემო ბირცხის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ბირცხის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია სოფელ ქვემო ბირცხაში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს შემაღლებულ ბორცვზე. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ფრაგმენტი ნიშით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კირქვა და დუღაბი.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]