ქველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქველიქართველი ხუროთმოძღვარი, რომელსაც X საუკუნის II ნახევარში აუგია შეპიაკის ეკლესია თრიალეთში, ახლა მოქცეულია ხრამჰესის ხელოვნური ტბის ფსკერზე). ეკლესია გამოირჩეოდა მდიდრული მორთულობით. ქველი ორ წარწერაში იყო მოხსენიებული, ერთი სამხრეთ ფასადზე, მეორე კარნიზის ქვაზე. წყლით დაფარვამდე ძეგლი გამოიკვლია ლ. რჩეულიშვილმა. მისი აზრით, წარწერებში მოხსენიებული ქველი ძეგლის მშენებელი ხუროთმოძღვარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]