ქვებით ჩაქოლვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სორაიას ჩაქოლვა
რეჟისორი საირუს ნაურასტეხი
პროდიუსერი ტოდ ბარნსი
დაიან ჰენდრიკსი
ჯეისონ ჯონსი
სცენარის ავტორი ბეტსი გიფენ ნაურასტეხი
საირუს ნაურასტეხი
ფრეიდონ საებჟამი
როლებში შოხრე აგდაშლუ,
მოჟან მარნო,
ჯეიმზ კევიზელი
კომპოზიტორი ჯონ დებნი
სტუდია Mpower Pictures
გამოსვლის თარიღი 2008
ხანგრძლივობა 116 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური, სპარსული

სორაიას ჩაქოლვა (სპარს. سنگسار ثريا م‎) — 2008 წლის ამერიკულ-სპარსული ფილმი, რეჟისორ საირუს ნაურასტეხის მძაფრსიუჟეტიანი დრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ შოხრე აგდაშლუ და მოჟან მარნო. ფილმში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჯეიმზ კევიზელმა.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და გადაღებულია ფრანგ-ირანელი ჟურნალისტის ფრეიდონ საებჟამის ამავე სახელწოდების წიგნის (ფრანგ. La Femme Lapidée) მიხედვით. მსოფლიო პრემიერა გაიმართა ტორონტოში, საერთაშორისო კინოფესტივალზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მოქმედება ვითარდება 1980-იან წწ. ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში. ამ სოფელში ხვდება ჟურნალისტი, რომელსაც მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. სოფელში მისვლისას იგი დახმარებას სთხოვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სოფლის მექანიკოსი იყო. ამასობაში ჟურნალისტი სოფელში შეხვდება ზახრას, ქალს, რომელსაც სურს მოუყვეს წინა დღეს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ზახრა ჟურნალისტს შემზარავ ამბავს მოუყვება, რომელიც თავს გადახდა მის დისშვილს – სორაიას და თან სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მთელ მსოფლიოს მოუთხროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]