ქვაჯვარი (იალნოს ქედი)
იერსახე
ქვაჯვარი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გარდაბნის მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 980 მ |
ქედი | იალნოს ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ქვაჯვარი — მთა საქართველოში, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს იალნოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 980 მ. აგებულია ოლიგოცენისა და ქვედა მიოცენის ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით (მაიკოპის სერია). აქვს დამრეცი კალთები. შემოსილია მეორეული ბალახეულით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 508.