ქვაფჩარა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვაფჩარა | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჩხალთა |
| კოორდინატები | 43°04′23″ ჩ. გ. 41°36′44″ ა. გ. / 43.07306° ჩ. გ. 41.61222° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
| მოსახლეობა | 31 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვაფჩარა[1] (ქვაბჩარა) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში (ჩხალთის თემი).[2] მდებარეობს მდინარე კოდორის ზემო ხეობაში, მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 63 კილომეტრით. ჩხალთიდან 5 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა გულრიფშის რაიონში, აჟარის სასოფლო საბჭოში. განვითარებული იყო მეცხოველეობა. 2006 წლიდან შედის აჟარის მუნიციპალიტეტში.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 ადამიანი.[4]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1959[5][6] | 70 | --- | --- |
| 1989[7] | 47 | --- | --- |
| 2002[4] | 31 | 16 | 15 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505-506.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- 1 2 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-07. ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13. ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-03. ციტირების თარიღი: 2013-03-01
| ||||||