ქვადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლეთ ევროპა ახ. წ. III-IV ს.ს. ქვადები.

ქვადები (ლათ. Quadi) — ძველი გერმანული ტომები სვევთა გაერთიანებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვ. წ. აღ. მდე I ს. მდინარე მაინის ნაპირებზე ჩვ. წ. აღ. ის დასაწყისიდან VI საუკუნემდე მდინარე დუნაის შუაწელის დინებიდან ჩრდილოეთით, აგრეთვე, მდინარეების ელბასა და ოდერის სათავეებთან - ქვემო ავსტრიის, მორავიის, დასავლეთ სლოვაკეთის და ჩრდილოეთ უნგრეთის ტერიტორიებზე.

ქვადები იყვნენ მარკომანთა მოკავშირეები. შედიოდნენ მარობოდის სამეფოში. 166—180 წ.წ. მონაწილეობდნენ მარკომანებთან ერთად რომის წინააღმდეგ ბრძოლებში. რომაელებმა ისინი გაანადგურეს, რის შემდეგაც აღიარეს რომის ბატონობა.

V ს. ქვადების ნაწილი ვანდალებთან ერთად გადასახლდა ესპანეთის ტერიტორიაზე და პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში შექმნა საკუთარი სამეფო. 585 წ. იგი დაიპყრეს ვესტგოთებმა. ესპამეთში ქვადებს ზოგჯერ უწოდებენ ქვადო-სვევებს, ხოლო მათ სამეფოს სვევთა სამეფოს.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]