ქეტოგნათები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქეტოგნათები, ჯაგარყბიანებიზღვის უხერხემლოების ტიპი. მათი სხეულის სიგძე 5-9 სმ-ს აღწევს, წაგრძელებულია, გამჭვირვალე. აქვს გვერდების და კუდის ფარფლები. თავზე ნამგლისებრი ჯაგრები საკვების მისატაცებლად, მარტივი ნაწლავი. სისხლის და გამოყოფის სისტემები არ გააჩნია. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ტვინისა და მუცლის განგლიონისაგან, რომლებიც გრძელი, გასწვრივი ჭიმებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ჰერმაფროდიტები არიან, ბინადრობენ ზღვის პლანქტონში. ტიპში 6 გვარი და 30 სახეობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]