ქერჩის ქართული ტრაგედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქერჩის ქართული ტრაგედია — მოვლენა, რომელიც მოხდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, როდესაც ქერჩის ნახევარკუნძულზე ფაშისტური გერმანიის ჯარები თავს დაესხა საბჭოთა ჯარებს, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ეთნიკური ქართველებით.

1942 წლის მაისში, ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო სწრაფი ოპერაცია საბჭოთა არმიის წინააღმდეგ, რომელიც იცავდა ქერჩის ნახევარკუნძულს, ყირიმის, უკრაინის სსრ აღმოსავლეთ ნაწილში. საბჭოთა ჯარების მობილიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანელებმა დაიკავეს უკრაინის სსრ. ოპერაცია დაიწყო 1942 წლის 8 მაისს და დასრულდა 1942 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების სრული განადგურებით. საბჭოთა ქართული რაზმები, ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოექცნენ და მოხვდნენ მძლავრი ცეცხლისა და დაბომბვის ქვეშ მოიერიშე თვითმფრინავებიდან. ჯარისკაცებმა ზღვით სცადეს უკან დახევა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, 10 დღიანი ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]