ქერანის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქერანის ამაღლების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერანაში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (11,4 x 5,8 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სარკმლის კვალია შემორჩენილი, ჩრდილო კედელზე კი - პილასტრის მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]