ქენდის სვეინპოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქენდის სვეინპოლი

Candice-Swanepoel 2010-03-31 VictoriasSecretStoreChicago photo-by-Adam Bielawski.jpg
Candice Swanepoel

ქენდის სუზენ სვეინპოლი 2010
დაბადების თარიღი 1988 წლის20 ოქტომბერი (32 წლის)
სამხრეთ აფრიკა პროვინცია კვაზულუ-ნატალი ქალაქი მუი -რივერი
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკა
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 177 სმ.
მეუღლე(ები) ჰერმან ნიკოლი (2005–2018)
შვილ(ებ)ი 2
საიტი https://candiceswanepoel.com/

ქენდის სუზენ სვეინპოლი ((/ˈswɒnəpuːl/; აფრიკაანსი: [svanɛˈpul] დ. 1988 წლის 20 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკაში, პროვინცია კვაზულუ-ნატალის ქალაქ მუი -რივერში) —სამხრეთ აფრიკელი მოდელი და ქველმოქმედი. იგი „ვიქტორია სიქრეტი”-ს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ანგელოზი” და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელია.[1][2][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქენდისის დედა ოცნებობდა, რომ მისი შვილი მოდელი გამხდარიყო. გოგონას სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი სამოდელო აგენტმა ქალაქ დურბანში,[4] ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა. [5] ორი წლის შემდეგ ქენდისი ნიუ -იორკში გაემგზავრა.

2007 წელს ქენდის სვეინპოლი „ვიქტორიას სიქრეტის” მოდელი გახდა და მას შემდეგ ის იღებს მონაწილეობას ბრენდის სახელით ორგანიზებულ ყველა შოუში, გადაღებებსა და სარეკლამო კამპანიებში. „ანგელოზის” სტატუსი ქენდისმა ოფიციალურად 2010 წელს მიიღო.

სამოდელო კარიერის გამო, ქენდისმა სკოლაში სწავლა მიატოვა, თუმცა, ის მომავალში გეგმავს განათლების მიღებას. იგი გატაცებულია ფილოსოფიით, ისტორიითა და ხელოვნებით.

16 წლის ასაკში ქენდის სვეინპოლი ერთ გადასაღებ დღეში ჰონორარის სახით 4 600 გირვანქა სტერლინგს იღებდა.

2012-2013 წლების Forbes– ის მონაცემებით, ქენდის სვეინპოლი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღუარებად მოდელებს შორის მეათე პოზიციაზე იმყოფებოდა. ჟურნალის ცნობით, მისი წლიური შემოსავალი 3 მილიონი დოლარი იყო.[6] მომდევნო წლებში ჟურნალ Forbes– ის    მონაცემებით, ის კვლავ მე -10 ადგილს იკავებდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ჩამონათვალში. მოდელის შემოსავალი  წელიწადში 5 მილიონ დოლარს შეადგენდა.[7]

მოდელი მაქს ფაქტორის რეკლამაში

მოდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს.  გამოდის  Carolina Herrera, Donna Karan, Jason Wu, Michael Kors, Prabal, Gurung, Animale, Blumarine, Christian Dior, Dolce & Gabbana, Elie Saab, Fendi, Givenchy, Isabel Marant, Stella McCartney, Viktor & Rolf, Baby Phat, Betsey Johnson, Douglas Hannant, Lela Rose, Nanette Lepore, Pamella Roland, Rock & Republic, Tory Burch, Zang Toi, Abaete, Agatha Ruiz de la Prada, Amuleti J, Development by Erica Davies, Enrico Coveri, Frankie Morello, Lorenzo Riva, Marc Bouwer, Miss Bikini, Pamella Roland, Pin-Up Stars, Thread Social, Trussardi, Marc Jacobs, Diane von Furstenberg, Alexander Wang -ს კოლექციების ჩვენებებზე. თუმცა როგორც თავად აღნიშნავეს,   მისი საყვარელი ბრენდებია: „დოლჩე და გაბანა”, „ქლოე”, „ლობუტენის” ფეხსაცმელი და მარკ ჯეკობსის აქსესუარები.

სამოდელო სამყაროში ქენდისს „სამხრეთაფრიკელ კეიტ მოსს” უწოდებენ.

2013 წლიდან ქენდის სვეინპოლი კოსმეტიკური კომპანია „მაქს ფაქტორის” სარეკლამო სახეა.  2014 წელს ჟურნალებმა – „მაქსიმმა” და FHM-მა ქენდის სვეინპოლი მსოფლიოს ყველა დროის 100 ყველაზე სექსუალური ქალის რიეტინგში შეიყვანეს.

მოდელი ხშირად ფიგურირებს ჟურნალების „ელის”, „ჯიქიუს”, „ჰარპერს ბაზარისა” და „ვოგის” სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების გარეკანებზე ფიგურირებს.

2018 წლის იანვარში, ქენდისი დასახელდა ყველაზე ძვირადღირებულ ბიკინის მოდელად Instagram– ზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-2018 ქენდისი ხვდებოდა ბრაზილიელ მოდელს ჰერმან ნიკოლს. 2015 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია მათი ნიშნობის შესახებ, თუმცა 2018 წლის ნოემბერში წყვილი დაშორდა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ-ანაკა სვეინპოლ ნიკოლი (დ. 05.10.2016) და არიელ სვეინპოლ ნიკოლი (დ. 19.06.2018).[8]

მოდელი საუბრობს აფრიკაანსზე, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. უყვარს გარუჯვა, ცეკვა და ჯირითი.

საქველმოქმედო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია Mother2mothers აქტიური წევრი, რომლის მიზანია აფრიკაში დდებისა და ბავშვებისათვის "აივ ინფექციისაგან თავისუფალი თაობის" შექმნა.ქენდისმა მათთის ჯინსების დიზაინი წარმოადგინა.იგი საქველმოქმედო ორგანიზაციას შეუერთდა 2019 წლის მაისში, როგორც მეცენატი და გლობალური ელჩი.[9][10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Pronunciation: Candice Susan Swanepoel". Forvo. Archived from the original on 21 April 2014. Retrieved 20 April 2014.
  2. Candice Swanepoel - Model. MODELS.com. მიმართვის თარიღი: 20 ოქტომბერი 2015.
  3. Vasilieva, Aneliya (28 May 2012). "Focus on Models: Candice Swanepoel". Fashion Style Magazine. Archived from the original on 24 September 2014. Retrieved 24 September 2014.
  4. Govender, Devi Sankaree (presenter); First Edit (producer) (29 May 2005). "Mooiriver magic". Carte Blanche. M-Net. Archived from the original on 13 December 2007. Retrieved 2 February 2015.
  5. Model Profile. Candice Swanepol. . New York. Archived from the original on 15 August 2013. Retrieved 19 June 2013.
  6. Keren Blankfeld, Steven Bertoni. The World's Top-Earning Models (ინგლ.). Forbes (5 მაისი 2011). მიმართვის თარიღი: 22 მაისი 2012. დაარქივებულია 30 ივნისი 2012 წელი.
  7. The World's Highest-Paid Models 2015: Gisele Leads, Kendall Joins (ინგლ). Forbes. მიმართვის თარიღი 20 ოქტომბერი 2015.
  8. 'Pretendo Morar no Brasil', Conta a Angel Candice Swanepoel. Confira!" ['I Want to Live in Brazil', Says the Angel Candice Swanepoel. Confira!]. 180graus (in Portuguese). 29 January 2011. Archived from the originalon 5 April 2012. Retrieved 2 February 2015.
  9. Meadows, Holly (30 January 2015). "Candice Swanepoel Designs Denims for SA Charity". Elle South Africa. Archived from the original on 25 November 2015. Retrieved 26 October 2015.
  10. "South African Supermodel Candice Swanepoel Joins m2m as a Patron". mothers2mothers. 8 May 2019. Archived from the original on 10 May 2019. Retrieved 10 May 2019.