ქემლათ იოსელიანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქემლათ იოსელიანის კოშკიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლახირში. აგებულია შუა საუკუნეებში

ქემლათ იოსელიანის კოშკი და დარბაზ-მაჩუბი სოფელ ლახირის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთ საყურადღებო არქიტექტურულ კომპლექსს ქმნის. სამხრეთით მკვეთრად დაქანებულ რელიეფზე აღმართული კოშკი და მის სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე მიშენებული და მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი სახლები ზურგის ყრუდ ამოყვანილი კედლებით სოფლის გზაზე გამოდის, ხოლო კარ-სარკმლის ღიობებით გარემოზე ორიენტირებული სამხრეთის მხარე ეზოს გადაჰყურებს. კომპლექსის ნაგებობები ამჟამად მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილია; კოშკის მიმდებარე ნაგებობები სანახევროდ დანგრეულია. კომპლექსის ბირთვს წარმოადგენს ხუთსართულიანი კოშკი, რომელიც უმეტეს სვანურ კოშკთა მსგავსად, ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. სიმაღლის ზრდასთან ერთად მკვეთრად შევიწროვებული კედლები ორქანობა თუნუქის საბურავითა და ბოლო სართულის შემამკობელი გვირგვინით სრულდება. საბურავი განახლებული და აღდგენილი ჩანს; ხოლო სამ-სამად შეწყვილებული სალოდე ღიობებით შექმნილი დაკბილულთაღიანი გვირგვინი ატმოსფერული ნალექების უშუალო ზემოქმედებით დაზიანებულია — ჩამორეცხილია ნალესობის ფენა. ეს უკანასკნელი ნაწილობრივ შენარჩუნებულია კოშკის დანარჩენ კედლებზე; მოშიშვლებული საპირე წყობაზე არ ვლინდება დაზიანებები.

ქემლათ იოსელიანის კოშკის კომპლექსი ძალიან მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის ავთენტურობის დაცვა-შენარჩუნება რეგიონის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია.

ქემლათ იოსელიანის კოშკს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 19686

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]