ქეით რავორთი

ქეით რავორთი (დ.13 დეკემბერს,1970)—ინგლისელი ეკონომისტი, ცნობილია „დონატის ეკონომიკის“ კონცეფციით — ეკონომიკური მოდელით, რომელიც ადამიანის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას და პლანეტარული საზღვრების დაცვას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.[1] ოქსფორდის უნივერსიტეტის გარემოს ცვლილებების ინსტიტუტის უფროსი, ასოცირებული მკვლევარი და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პრაქტიკის პროფესორი.
ოჯახი და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რავორთი 1970 წელს დაიბადა ფლორისტი დედისა და ბიზნესმენი მამის ოჯახში; ჰყავს უფროსი და, სოფი.[2] გაიზარდა ტვიკენჰემში, მიდლსექსში,[3] და სწავლობდა სენტ-პოლის გოგონათა სკოლაში.[4]შემდგომ ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკა, ფილოსოფია და ეკონომიკა, ენდრიუ გრეჰემის გავლენით. რავორთმა სწავლა დაამთავრა უმაღლესი შეფასებით, რის შემდეგაც მიიღო მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლიდან სამი წლის განმავლობაში რავორთი მუშაობდა ზანზიბარში მიკრო-მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, როგორც საზღვარგარეთის განვითარების ინსტიტუტის სტიპენდიატი.[5] 1997–2001 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანური განვითარების ანგარიშის ეკონომისტი და თანაავტორი; ამ პერიოდში წერდა თავებს გლობალიზაციის, ახალი ტექნოლოგიების, რესურსების მოხმარებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. 2002–2013 წლებში Oxfam-ის უფროსი მკვლევარი.[6] ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის გარემოს ცვლილებების ინსტიტუტის უფროსი კვლევითი ასოცირებული თანამშრომელი, ტუტორი და საკონსულტაციო საბჭოს წევრი;[7][8] კემბრიჯის მდგრადობის ლიდერობის ინსტიტუტის უფროსი ასოცირებული წევრი;[9] ასევე ZOE-ის — მომავლისთვის ადაპტირებული ეკონომიკების ინსტიტუტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.[10]
2017 წელს რავორთმა გამოაქვეყნა წიგნი „დონატის ეკონომიკა: 21-ე საუკუნის ეკონომისტივით აზროვნების შვიდი გზა“,[11] რომელშიც განავრცობს „დონატის ეკონომიკის“ კონცეფციას, პირველად ჩამოყალიბებულს მის 2012 წლის ნაშრომში „უსაფრთხო და სამართლიანი სივრცე კაცობრიობისთვის“. 2017 წლის წიგნი წარმოადგენს საპასუხო ხედვას ეკონომიკური აზროვნების მთავარ მიმდინარეობებთან მიმართებით და ავტორი მხარს უჭერს მდგრადი ეკონომიკის შესაქმნელ პირობებს. რავორთი მოითხოვს ეკონომიკური მეცნიერების საფუძვლების რადიკალურ გადახედვას და განსაკუთრებით აკრიტიკებს შეუზღუდავი ზრდის მოძველებულ პრინციპს, რადგან ანადგურებს პლანეტის რესურსებს და სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს ადამიანის საჭიროებებს, მათ შორის ცხოვრების ხარისხს.[12] ეკონომიკური ზრდის ცენტრალურ მიზნად დაყენების ნაცვლად, რავორთი ყურადღებას ამახვილებს მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა საბაზისო საჭიროებებზე — როგორიცაა საკმარისი საკვები და განათლება — და ამავე დროს ეკოსისტემის დაცვით არ შეიზღუდოს მომავალი თაობების შესაძლებლობები.[13][14][15] ეს წიგნი 2017 წელს მოხვდა Financial Times-ისა და McKinsey-ის „წლის ბიზნესწიგნის“ პრემიის გრძელ სიაში.
2020 წელს რავორთი დაინიშნა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პრაქტიკის პროფესორად.[16] ამ როლში Doughnut Hub-ის სტრატეგიული მრჩეველია — სივრცის, სადაც სტუდენტები, ლექტორები და მკვლევრები ამსტერდამის რეგიონში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით ავითარებენ ცოდნას რავორთის ნაშრომების პრინციპებზე დაყრდნობით.
2021 წელს რავორთი დაინიშნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საბჭოს წევრად — ჯანმრთელობის ეკონომიკა ყველასთვის (Council on the Economics of Health For All), რომელსაც ხელმძღვანელობს მარიანა მაძუკატო.[17]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რავორთი ცხოვრობს ოქსფორდში.[18] დაქორწინებულია ავსტრალიელ ფილოსოფოსზე, რომან კრზნარიჩზე.ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ და ჰყავთ ტყუპი შვილები.[19] და, სოფი რავორთი, BBC-ის ჟურნალისტი და წამყვანია.[20]
რავორთს აქვს ბიზნესის სკოლის ლოზანის საპატიო დოქტორის ხარისხი.[21][22]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ What on Earth is the Doughnut?… (28 April 2013).
- ↑ Hermione Eyre (19 February 2006). „Sophie Raworth: The autocutie with brains“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2023. ციტირების თარიღი: 13 June 2023.
- ↑ Buckland, Danny (26 Jul 2006). „The £50 million secret garden“. The Telegraph.
- ↑ The planet's economist (8 June 2023). ციტირების თარიღი: 13 June 2023
- ↑ O'Brien, Hettie. The planet’s economist: has Kate Raworth found a model for sustainable living? (8 June 2023). ციტირების თარიღი: 19 February 2025
- ↑ Kate Raworth. United Nations University. ციტირების თარიღი: 1 February 2021
- ↑ Finding the sweet-spot for the planet and humans: Kate Raworth to present her 'Big Idea' of doughnut economics for the 21st Century at the ECI. University of Oxford (4 October 2017). ციტირების თარიღი: 1 February 2021
- ↑ About (28 April 2013).
- ↑ Kate Raworth, Senior Associate — Cambridge Institute for Sustainability Leadership en. University of Cambridge (5 November 2014).
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Prof Kate Raworth – ZOE Institute for Future-fit Economies. ციტირების თარიღი: 25 January 2023
- ↑ Search Results for Doughnut Economics: Seven Ways to Think Like a 21st-Century Economist | Penguin Random House.
- ↑ Toye, Richard (8 June 2017). „Doughnut Economics by Kate Raworth review – forget growth, think survival“. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 February 2021.
- ↑ Book Review: Doughnut Economics: Seven Ways to Think like a 21st-Century Economist by Kate Raworth (17 June 2018).
- ↑ Hughes, Kate (6 March 2018). „Only doughnut economics can save us, says influential 'renegade economist' Kate Raworth“. i (newspaper). ციტირების თარიღი: 1 February 2021.
- ↑ Nugent, Ciara (22 January 2021). „Amsterdam Is Embracing a Radical New Economic Theory to Help Save the Environment. Could It Also Replace Capitalism?“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2025. ციტირების თარიღი: 27 January 2021.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Kate Raworth inaugurated as first AUAS Professor of Practice - AUAS. ციტირების თარიღი: 2025-12-25
- ↑ Global experts of new WHO Council on the Economics of Health For All announced en. World Health Organization. ციტირების თარიღი: 2023-05-19
- ↑ Kate Raworth - Chelsea Green Publishing en-US. ციტირების თარიღი: 2023-04-30
- ↑ The planet's economist (8 June 2023). ციტირების თარიღი: 13 June 2023
- ↑ Cultureshock | Life and style | The Guardian. ციტირების თარიღი: 2023-04-30
- ↑ Kate Raworth en-gb (14 April 2015). ციტირების თარიღი: 10 January 2022
- ↑ Les leaders du développement durable Peter Bakker et Kate Raworth ont reçu un Doctorat Honoris Causa de Business School Lausanne, 31 July 2017, on monde-economique.ch, retrieved 24 April 2025.