ქეით დიკამილო

კატრინა ელიზაბეთ დიკამილო (დ. 25 მარტი, 1964) — ამერიკელი საბავშვო მხატვრული ლიტერატურის ავტორი. გამოაქვეყნა 25-ზე მეტი რომანი, მათ შორის:
- Because of Winn-Dixie (2000),
- The Tiger Rising (2001),
- The Tale of Despereaux (2003),
- The Miraculous Journey of Edward Tulane (2006),
- The Magician's Elephant (2009),
- Mercy Watson-ის სერია (2005–2022),
- Flora & Ulysses (2013).
წიგნები გაიყიდა დაახლოებით 37 მილიონი ეგზემპლარით. ოთხი მათგანი ეკრანიზებულია, ხოლო ორი — მუსიკალურ ადაპტაციაში. The Tale of Despereaux და Flora & Ulysses მოიპოვეს ნიუბერის მედალი, რამაც დიკამილო შეიყვანა შვიდი ავტორის შორის, რომლებმაც ორჯერ მოიპოვეს ნიუბერის მედალი.
დაიბადა ფილადელფიაში, ბავშვობაში გადავიდა კლერმონტში, ფლორიდაში, სადაც გაიზარდა. ფლორიდას უნივერსიტეტში, გეინსვილში, მიიღო ინგლისური ენაში განათლება და რამდენიმე წელი მუშაობდა დაწყებითი რანგის სამუშაოებზე კლერმონტში, სანამ 1994 წელს მინეაპოლისში, მინესოტაში გადასვლას გადაწყვეტდა. მინესოტაში დიკამილო მუშაობდა წიგნების საწყობში და ცდილობდა წიგნის გამოქვეყნებას. პირველი გამოცემისთვის მიღებული წიგნი იყო Because of Winn-Dixie, რომელიც კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგ დატოვა სამსახური და გახდა სრულად პროფესიონალური ავტორი.
2014–2015 წლებში დიკამილო იყო ამერიკის ეროვნული ელჩი ახალგაზრდული ლიტერატურისთვის. ცხოვრობს მინიაპოლისში და აგრძელებს წერას. უახლესი წიგნი, The Hotel Balzaar, გამოიცა 2024 წლის 1 ოქტომბერს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატრინა ელიზაბეთ დიკამილო[1] დაიბადა 1964 წლის 25 მარტს, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. მშობლები- ბეტი ლი დიკამილო (ქალიშვილობის გვარი — გუფი), მასწავლებელი, და ადოლფ ლუის დიკამილო — ორთოდონტი.[2][3] დი კამილო კერტ დი კამილოს, არქიტექტურის ისტორიკოსის, და.[4] ბავშვობაში ქრონიკული პნევმონია ჰქონდა და ხშირად უწევდა ჰოსპიტალიზაცია.[5] ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედით, ოჯახი მაშინ, როცა ქეითი ხუთი წლის იყო, გადავიდა ფლორიდის შტატის ქალაქ კლერმონტში,[6] სადაც კლიმატი უფრო თბილია. მამა ფილადელფიაში დარჩა საქმიანობის გამო, თუმცა დროდადრო სტუმრობდა ოჯახს.[7] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოჯახთან ერთად გადასვლას გეგმავდა პროფესიული პრაქტიკის გაყიდვის შემდეგ, ეს გეგმა არასდროს განხორციელდა.[8]
დიკამილო ბავშვობიდანვე დიდი მკითხველი იყო და ხშირად დადიოდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში.[9] მოგვიანებით დედას მიაწერა წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივება.[9][10] პნევმონიის გამწვავების დროს, როცა სხვა საქმიანობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ხშირად სწორედ კითხვას მიმართავდა.[11] დაახლოებით ათი წლის ასაკამდე სურდა ვეტერინარი გამხდარიყო.[12]
სწავლა დაიწყო ადგილობრივ საჯარო სკოლებში, კლერმონტის დაწყებითი სკოლიდან.[13] მოგვიანებით ჩააბარა როლინსის კოლეჯში, თუმცა იქიდან წავიდა და გარკვეული დრო მუშაობდა Walt Disney World-ში, რის შემდეგაც მცირე ხნით სწავლობდა ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში.[14] საბოლოოდ ჩაირიცხა ფლორიდის უნივერსიტეტში, გეინსვილში,[7] და 1987 წელს მიიღო ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხი.[2]
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკამილო კლერმონტში მუშაობდა სხვადასხვა დაწყებით პოზიციაზე,[7] მათ შორის — Circus World-ში, Walt Disney World-ში, კემპინგში და სათბურში.[15] ამ პერიოდის შესახებ ამბობდა, რომ საკუთარ თავს ნიჭიერ მწერლად მიიჩნევდა და ელოდა, ნიჭი სწრაფად იქნებოდა აღიარებული, ამიტომ „შემდეგი შვიდი თუ რვა წელი უბრალოდ ლოდინში გავატარე“.[7]
1994 წელს დიკამილო მინეაპოლისში გადავიდა ახლო მეგობრის კვალდაკვალ და რამდენიმე სამსახურის შემდეგ დასაქმდა წიგნების საწყობსა და გამავრცელებელ კომპანიაში — The Bookman-ში, შემკრეფის [7][16]პოზიციაზე. მოგვიანებით ბავშვთა წიგნების განყოფილებაში გადაიყვანეს,[5] რაც თავდაპირველად გულდაწყვეტით მიიღო.[16] სწორედ ამ განყოფილებაში მუშაობისას აღმოაჩინა საბავშვო რომანი The Watsons Go to Birmingham – 1963, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.[17][13]
საწყობში მუშაობის პერიოდში დიკამილომ რეგულარულად დაიწყო წერა — სამუშაო დღეებში ცვლამდე ადრე იღვიძებდა, რათა ეწერა.[18] მინესოტაში ოთხი წლის ცხოვრების შემდეგ შეხვდა მწერალს ლუიზ ერდრიჩს, რომელმაც მხარდაჭერა და გამხნევება გაუწია.[5] დი კამილომ წიგნები რამდენიმე გამომცემლობას გაუგზავნა,[7] თუმცა სანაცვლოდ მიიღო 473 უარის წერილი.[19] დი კამილოს ასევე ამხნევებდა მწერალი ჯეინ რეშ თომასი.[7] XXI საუკუნის დასაწყისისთვის, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დიკამილოს გამოქვეყნებული ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე მოკლე მოთხრობა, რომლებიც უფროსი მკითხველისთვის იყო განკუთვნილი.[2]
მწერლობის კარიერა და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკამილოს 2018 წლისთვის გამოქვეყნებული ჰქონდა 25 წიგნი.[20] 2021 წლის მონაცემებით, წიგნების თითქმის 37 მილიონი ეგზემპლარი იბეჭდებოდა.[21] 2019 წელს ჟურნალმა Mpls St Paul Magazine-მა დიკამილოს„მინესოტის ყველაზე წარმატებული მწერალი“ უწოდა.[16]2006 წელს Candlewick Press-ის წარმომადგენელმა დი კამილოს წიგნები გამომცემლობის წარმატების „საფუძვლად“ შეაფასა.[8]
დიკამილოს პირველი წიგნი, რომელიც გამოცემისთვის მიიღეს, იყო ვინ-დიქსის გამო — ისტორია გოგონაზე, რომელიც პოულობს მაწანწალა ძაღლს და სახლში მიჰყავს. 1998 წელს მიღებულმა მაკნაითის სტიპენდიამ საშუალება მისცა, უფრო მეტად კონცენტრირებულიყო წერაზე.[7][13] წიგნის სიუჟეტი მინესოტაში ცხოვრების პირველი წლის ზამთარში გაუჩნდა, როცა ფლორიდის სახლი ენატრებოდა[20] და აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ბინის წესებით ძაღლის ყოლა აკრძალული იყო.[15]
დი კამილომ ხელნაწერი The Bookman-ის მიერ გამართულ საშობაო წვეულებაზე მყოფ Candlewick-ის გაყიდვების აგენტს გადასცა.[13] თავდაპირველად ტექსტი რედაქტორს ჩაბარდა, რომელიც მალევე გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, რის გამოც ხელნაწერი სხვა მანუსკრიპტებს შორის დაიკარგა. მოგვიანებით, თანამშრომლის კაბინეტის დალაგებისას, ხელნაწერი ხელახლა აღმოაჩინეს.[8] დიკამილოს შესთავაზეს კონტრაქტი და ტექსტის გადამუშავების შემდეგ წიგნი 2000 წელს გამოიცა. ფლო დეივისმა, Winn-Dixie-ის სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებლის მეუღლემ, დააფინანსა დიკამილოს ვიზიტები ფლორიდის სხვადასხვა სკოლაში, რამაც წიგნის პოპულარობის გაზრდას შეუწყო ხელი. წიგნი სწრაფად გახდა როგორც კომერციული, ისე კრიტიკული წარმატება. ამის შემდეგ დიკამილომ სამსახური დატოვა და სრულად მიჰყო ხელი მწერლობას.[7] 2004 წელს მან Chicago Tribune-ს უთხრა, რომ საკუთარ თავს აიძულებდა ყოველდღე ორი გვერდი დაეწერა, რასაც საშუალოდ 30 წუთიდან ერთ საათამდე სჭირდებოდა.[12] 2017 წელს დიკამილომ აღნიშნა, რომ კვირაში 12–15 საათს უთმობდა წერას და 35–40 საათს — კითხვას, ძირითადად ზრდასრულთა მხატვრულ ლიტერატურას.[19] ხშირად მოგზაურობდა საკუთარი შემოქმედების შესახებ სასაუბროდ.[16] COVID-19-ის პანდემიის პერიოდში დი კამილომ განაცხადა, რომ ზედიზედ 100 დღის განმავლობაში ყოველ დილით წერდა.[10]
Because of Winn-Dixie-ის წარმატებამ დიკამილოს მწერლობის კარიერის დასაწყისი მოასწავლა.[2][7] წიგნმა 2000 წელს მიიღო ჯოზეტ ფრენკის პრემია[22] და ნიუბერის საპატიო ჯილდო.[23] მეორე წიგნი, The Tiger Rising, მომდევნო წელს გამოიცა და დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა, რომლებმაც აღნიშნეს სტილისტური განსხვავებები ამ წიგნსა და Because of Winn-Dixie-ს შორის.[2]
დიკამილომ 2004 წელს მოიპოვა ნიუბერის მედალი მესამე წიგნისთვის — The Tale of Despereaux.[23] დაწერა ერთ-ერთი მეგობრის ბავშვის თხოვნით, რომელსაც სურდა ისტორია „უცნაურ/არასავარაუდო გმირზე“.[12] დი კამილოს თქმით, ნიუბერის ჯილდოს მიღების ამბავმა შოკში ჩააგდო.[24] ასევე აღნიშნა, რომ 2006 წლის წიგნი The Miraculous Journey of Edward Tulane, რომელიც ფაიფურის კურდღელზე მოგვითხრობს, ძალიან იოლად დასაწერი აღმოჩნდა.[19]
Mercy Watson-ის სერია, რომლის მთავარი პერსონაჟი ღორია, დაიწყო წიგნით Mercy Watson Goes for a Ride (2006) და დასრულდა Mercy Watson: Something Wonky This Way Comes-ით (2009).[25] დიკამილოს 2010 წლის რომანმა Bink & Gollie, რომელიც ალისონ მაკგისთან ერთად დაწერა და ტონი ფუჩილემ დაასურათა, 2011 წელს მოიპოვა თეოდორ ზიუს გეიზელის მედალი.[26] 2013 წლის რომანი Flora & Ulysses ნაწილობრივ შთაგონებული იყო დაშავებული ციყვით, რომელიც ავტორმა ერთხელ ნახა.[27] წიგნმა 2014 წელს ნიუბერის მედალი მოიგო, რის შედეგადაც დიკამილო გახდა ერთ-ერთი იმ ექვს ავტორს შორის, რომლებმაც ჯილდოს დაარსების (1920 წელი) შემდეგ ორჯერ მოიპოვეს ნიუბერი.[23]
2014 წელს დიკამილო დასახელდა ახალგაზრდული ლიტერატურის მეოთხე ეროვნულ ელჩად [28]— პოსტი, რომელსაც 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე იკავებდა.[29] ამ როლის შესრულებისას დიკამილომ აირჩია თემა „ისტორიები გვაკავშირებს".[28][30] 2015 და 2016 წლების ზაფხულში დიკამილო ხელმძღვანელობდა Collaborative Summer Library Program-ის ზაფხულის კითხვის კამპანიას, როგორც ზაფხულის კითხვის ჩემპიონი.[31]
2016 წლის წიგნი Raymie Nightingale, რომელიც სამი ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს — ისინი კონკურსში მონაწილეობენ და ბოლოს მეგობრებად იქცევიან — ავტორს არასრულად ეჩვენა. ორი წლის შემდეგ დიკამილომ დაწერა გაგრძელება — Louisiana’s Way Home. 2019 წელს გამოაქვეყნა Beverly, Right Here, რითაც ტრილოგია დაასრულა.[32] The New York Times-ში მწერალმა კიმბერლი ბრუბეიკერ ბრედლიმ დაწერა, რომ Beverly, Right Here „შესაძლოა დიკამილოს დღემდე საუკეთესო წიგნია“.[33] 2019 წელს დიკამილომ მწერლობის აღიარების ნიშნად მიიღო რეგინას მედალი.[34]
დიკამილოს 2019 წლის ილუსტრირებულ წიგნში La La La გამოყენებულია მხოლოდ ერთი სიტყვა — „ლა“.[35] მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა 2020 წლის 29 მარტი ქეით დიკამილოს დღედ გამოაცხადა.[36] დიკამილოს რომანი The Beatryce Prophecy დაიწყო 2009 წელს, 2018 წელს ხელახლა იქნა აღმოჩენილი და 2021 წელს გამოქვეყნდა.[10] შემდეგი რომანი, Ferris, გამოიცა 2024 წლის 5 მარტს, ხოლო უახლესი წიგნი, The Hotel Balzaar, გამოქვეყნდა 2024 წლის 1 ოქტომბერს.[37]
ადაპტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკამილოს წიგნები ადაპტირებულია როგორც კინოფილმებად, ისე სასცენო დადგმებად. Because of Winn-Dixie 2005 წელს ამავე სახელწოდების ფილმად გადაიქცა.[2] The Tale of Despereaux 2008 წელს ანიმაციურ ფილმად გადაიღეს.[38] 2020 წელს Netflix-მა დაიწყო ანიმაციური ფილმის წარმოება The Magician’s Elephant-ის მიხედვით.[39] 2021 წელს Walt Disney Pictures-მა გამოუშვა ფილმი Flora & Ulysses, რომელიც სტრიმინგის ფორმატით ხელმისაწვდომი გახდა Disney+-ზე.[40] ფილმი The Tiger Rising 2022 წელს გამოვიდა.[41]
დიკამილომ თანაავტორობა გაუწია Winn-Dixie-ის სცენარს და ასევე გარკვეულწილად მონაწილეობდა The Tale of Despereaux-ის ადრეულ საკონსულტაციო პროცესში, თუმცა შედარებით ნაკლებად იყო ჩართული. უთქვამს, რომ ორივე ეკრანიზაციით კმაყოფილი დარჩა.[42][43] ფილმში Flora & Ulysses დიკამილო მოკლე ეპიზოდურ გამოჩენასაც (კამეოს) აკეთებს.[43]
2017 წელს მინესოტის ოპერამ გამოაცხადა, რომ აპირებდა The Miraculous Journey of Edward Tulane-ის ოპერად ადაპტირებას.[44] The Magician’s Elephant მუსიკალურად გადაკეთდა და პრემიერა 2021 წელს გაიმართა სტრატფორდ-აპონ-ეივონში, სამეფო შექსპირის კომპანიის მიერ.[45] მინესოტის ოპერამ დაგეგმილი პრემიერა გააუქმა და 2021 წლის სექტემბრისთვის ახალი თარიღი ჯერ არ ჰქონდა დანიშნული, მაშინ როცა სამეფო შექსპირის კომპანიამ ხელახალი გახსნა 14 ოქტომბრისთვის დაგეგმა.[10]
ანალიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკამილოს სტილი ხშირად ჰგავს ვიქტორიანული ან ედუარდიანული ეპოქის საბავშვო ლიტერატურას. ნაწარმოებების ხშირი თემებია სახლზე ნატვრა და იმედი.[10][19] ბევრ წიგნში მთავარი პერსონაჟი მარტოა და იძულებულია დამოუკიდებლად გადარჩეს, გადაიტანოს ტანჯვა და მარტოობა [46]— ხშირად ეს დაკავშირებულია მშობლების არყოფნასთან ან დაკარგვასთან.[8][47] ავტორმა ჯული შუმახერმა აღნიშნა, რომ „მიტოვებულობის განცდა გამსჭვალავს ყველაფერს, რაც დიკამილოს დაუწერია“.[46] The New York Times-ის მიხედვით, დიკამილოს რომანებში სხვა თემებად გვხვდება სიყვარული, ხსნა, ემოციური ცვლილება და „უსამართლო სისასტიკე“.[8][48] ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის აკადემიის ჟურნალის მიხედვით, დიკამილოს ნაწარმოებები ხშირად იწყება ახალგაზრდა გმირებით, რომლებიც არიან „დაბნეულები, რაღაცის მსურველები და მოლოდინში მყოფნი“, თუმცა დასასრულს ხვდებიან, რომ პრობლემებს თავადვე უნდა გაუმკლავდნენ.[49]
2023 წელს ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნებულ პორტრეტულ სტატიაში, რომელიც ქეისი სეპმა დაწერა, დიკამილომ პირველად გააზიარა დეტალები ფიზიკური და ემოციური ძალადობის შესახებ, რომელსაც მამა ოჯახზე ახორციელებდა ფლორიდაში გადასვლამდე — იქ, სადაც მათთან ერთად აღარ გადასულა. სტატიაში ბავშვობის მეგობარი, რომელიც დიდი ხანია იცნობს, ვარაუდობს, რომ დი კამილოს მრავალწლიანი წერითი საქმიანობა ისეთივე თერაპიული იყო, როგორც ფსიქოლოგთან გატარებული წლები: „რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ჩნდება საკუთარ ტექსტებში, და ვფიქრობ, სწორედ წერამ გადაარჩინა“.[50]
The New York Times-ის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ დიკამილოს მოთხრობები მრავალ განსხვავებულ ჟანრს მოიცავს.[51] დიკამილომ ხელოვნების ეროვნულ ფონდს (National Endowment for the Arts) უთხრა, რომ მისი წიგნები „ერთსა და იმავე ისტორიას ჰგავს, რომელიც მრავალჯერ და სხვადასხვაგვარად მეორდება“, სადაც ერთნაირი თემები კვლავ და კვლავ ჩნდება.[52] დიკამილოს თქმით, არ იცის, როგორ უნდა „განავითაროს პერსონაჟი“ — მათ უბრალოდ აღმოაჩენს და „მათ ისტორიას მიჰყვება“.[20]
დიკამილოს მხატვრულ პროზაზე დიდი გავლენა აქვს ბავშვობის გამოცდილებას.[53] მაგალითად, რეალისტური პროზის მრავალი რომანი ჩრდილოეთ და ცენტრალურ ფლორიდაში ვითარდება და შეიცავს სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელ დიალოგებს.[16]კამილომ Orlando Sentinel-ს უთხრა, რომ ცდილობს მკითხველს დაუტოვოს სივრცე ტექსტს შორის ხაზების წასაკითხად და აღნიშნა, რომ ცდილობდა მიებაძა ე.ბ. უაითისთვის: „ იყენებს იმავე სიტყვებს, რასაც ჩვენ ყველა ვიყენებთ. ალბათ ეს გამჭვირვალე, გამარტივებული სტილი — თითქოს მთელი გული თითოეულ სიტყვაზე უდევს, და სწორედ ვცდილობ ყოველთვის“.[54] მის რომანებში ხშირად გვხვდება „მკვეთრად გამოკვეთილი სცენები, რომლებიც ერთმანეთთან მსუბუქადაა დაკავშირებული“.[48]
დიკამილოს თქმით, "ედვარდ ტულენის საოცარი მოგზაურობა" თითქოს თავისით დაიწერა, მაშინ როცა მისი სხვა მრავალი ნაწარმოები რვა–ცხრა მონახაზს გადის. ჩვეულებრივ, ერთდროულად მხოლოდ ერთ წიგნზე მუშაობს,[19] თუმცა 2015 წელს The Horn Book Magazine-ს უთხრა, რომ ზოგჯერ რამდენიმე პროექტს „ათამაშებდა“ — მაგალითად, ერთდროულად წერდა უფრო სერიოზული წიგნის მონახაზს და შემდეგ გადადიოდა მოკლე და ნაკლებად სერიოზულ ტექსტზე.[29] აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის წერისას ცდილობს იყოს პირდაპირი და „არ დაემუქროს მათ ზემოდან ყურებით“. [46]2018 წელს ჟურნალ Time-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიკამილომ დაწერა, რომ საბავშვო წიგნები „ცოტათი სევდიანიც უნდა იყოს“.[55]სხვა ინტერვიუში თქვა, რომ „ბავშვი მასში არასდროს გამქრალა“ და რომ ბავშვებისთვის წერისას, ზრდასრულთა ლიტერატურასთან შედარებით, მთავარი განსხვავება იმაშია, რომ უფრო იმედიანია. ბევრ წიგნში მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან — რაც თავად დიკამილომ ირონიულად შეაფასა, რადგან ბავშვობაში ასეთ წიგნებს თავს არიდებდა.[47]
2020 წელს მწერალმა ენ პეტჩეტმა The New York Times-ში გამოაქვეყნა ესე, სადაც აღწერა დიკამილოს ნაწარმოებების კითხვა ზრდასრულ ასაკში და სხვებსაც ურჩია მათი წაკითხვა, ხოლო შემოქმედება მთლიანობაში „უნიკალურად, თავისთავად გამორჩეულად — თითოეული განსაკუთრებულად“ შეაფასა.[56]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kate DiCamillo. ციტირების თარიღი: November 9, 2021
- 1 2 3 4 5 6 Kumar 2010, pp. 27–31.
- ↑ Peacock 2002, pp. 128–129.
- ↑ Curt DiCamillo | American Ancestors. ციტირების თარიღი: 2023-11-02
- 1 2 3 Hertzel, Laurie (December 28, 2014). „Star Tribune artist of the year: Kate DiCamillo, rock star of children's lit“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ For Kate DiCamillo, connection is the story en. ციტირების თარიღი: 2022-03-07
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 McElmeel 2004, pp. 76–80.
- 1 2 3 4 5 Margolies, Jane (February 21, 2006). „Pleasantly Stunned, a Star Children's Author Hits the Tour Trail Again“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- 1 2 Tuttle, Kate (May 2, 2015). „Kate DiCamillo hopes to inspire an early love of reading“. The Boston Globe (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- 1 2 3 4 5 Hertzel, Laurie (September 17, 2021). „The lost manuscript of Kate DiCamillo“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- ↑ Briggs 2005, p. 6.
- 1 2 3 Grant, Tracy (February 10, 2004). „With Newbery award, author enjoys her own fairy-tale ending“. Chicago Tribune (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- 1 2 3 4 Biography Today 2002, pp. 38–40.
- ↑ Pate, Nancy (September 28, 2001). „Because of a Book“. Orlando Sentinel (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- 1 2 Briggs 2005, p. 10.
- 1 2 3 4 5 Grumdahl, Dara Moskowitz. (September 23, 2019) Kate DiCamillo Might Be Your Neighbor en-us. ციტირების თარიღი: November 9, 2021
- ↑ Hesse, Monica. Kate DiCamillo, author of 'Because of Winn Dixie', named children's literature ambassador (January 2, 2014). ციტირების თარიღი: January 10, 2014
- ↑ Briggs 2005, p. 12.
- 1 2 3 4 5 Morris, Linda (May 10, 2017). „Kate DiCamillo: How she became a bestseller after 473 rejection letters“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- 1 2 3 Grossmann, Mary Ann (October 13, 2018). „Kate DiCamillo is much like her books: funny and respectful of children“. Twin Cities (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- ↑ O'Connell, Alex (October 16, 2021). „The Magician's Elephant: the story behind the RSC's new show“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2021. ციტირების თარიღი: November 11, 2021.
- ↑ List of Winners. Bank Street College of Education.
- 1 2 3 Newbery Medal and Honor Books, 1922-Present. Association for Library Service to Children.
- ↑ Kate DiCamillo. Library of Congress. ციტირების თარიღი: November 10, 2021
- ↑ Bolle, Sonja (December 13, 2009). „The best of Word Play in 2009“. Los Angeles Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ (Theodor Seuss) Geisel Award winners and honor books, 2006–present. ALSC. ALA. ციტირების თარიღი: December 17, 2022
Theodor Seuss Geisel Award. ALSC. ALA. ციტირების თარიღი: October 29, 2015 - ↑ Minzesheimer, Bob (January 27, 2014). „Kate DiCamillo wins Newbery Medal“. USA Today (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- 1 2 Corbett, Sue. (January 2, 2014) Kate DiCamillo Named Next National Ambassador for Young People's Literature en. ციტირების თარიღი: November 10, 2021
- 1 2 Gershowitz, Elissa. (November 3, 2015) An Interview with Kate DiCamillo. ციტირების თარიღი: November 10, 2021
- ↑ Barron, Christina (December 12, 2014). „Author Kate DiCamillo connects with young readers“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2020. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Marcotte, Alison. Newsmaker: Kate DiCamillo en-US (May 26, 2016). ციტირების თარიღი: November 10, 2021
- ↑ Kerr, Euan (October 17, 2019). „Kate DiCamillo finishes an unexpected trilogy“. MPR News. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Bradley, Kimberly Brubaker (November 1, 2019). „Kate DiCamillo's New Novel May Be Her Finest Yet“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Regina Medal en. Catholic Library Association. ციტირების თარიღი: November 9, 2021
- ↑ „One Word Builds A World In 'La La La'“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Walz, Tim. Kate DiCamillo Day. ციტირების თარიღი: November 9, 2021
- ↑ DiCamillo, Kate. Kate DiCamillo. ციტირების თარიღი: October 12, 2023
- ↑ Dargis, Manohla (2008-12-18). „Killer Soup, and a Mouse to the Rescue“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-02-11.
- ↑ McNary, Dave. Noah Jupe, Pixie Davies, Sian Clifford Board Animated Film 'Magician's Elephant' for Netflix en-US (December 15, 2020). ციტირების თარიღი: November 9, 2021
- ↑ Phillips, Maya (February 18, 2021). „'Flora & Ulysses' Review: A Hero Tale That Lets the Fur Fly“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2021. ციტირების თარიღი: July 20, 2021.
- ↑ Bugbee, Teo (2022-01-20). „'The Tiger Rising' Review: A Cage of Clichés“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-01-27.
- ↑ Deutsch, Lindsay (January 24, 2013). „Exclusive peek: Kate DiCamillo's 'Flora and Ulysses'“. USA Today (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2021. ციტირების თარიღი: November 11, 2021.
- 1 2 Hewitt, Chris (February 16, 2021). „Kate DiCamillo's award-winning 'Flora & Ulysses' will soon be a movie on Disney Plus“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2021. ციტირების თარიღი: November 11, 2021.
- ↑ Berdan, Kathy. (December 14, 2017) Minnesota Opera commissions Kate DiCamillo novel for new opera en-US. ციტირების თარიღი: November 9, 2021
- ↑ Hertzel, Laurie (February 4, 2020). „Novel by Minneapolis writer Kate DiCamillo to be a musical in London“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- 1 2 3 Kerr, Euan (November 26, 2018). „Kate DiCamillo, Chronicler Of The Hard Truths Of Youth“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- 1 2 Henderson, Jane. (July 13, 2018) Kate DiCamillo finds joy in summer reading en. ციტირების თარიღი: November 10, 2021
- 1 2 Novik, Naomi (September 17, 2021). „Kate DiCamillo's New Novel, About a Girl Who Would Be King“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Usher, Craigan; Kurtz, Brian P. (January 1, 2020). „Wanting, Waiting: The Works of Kate DiCamillo“. Journal of the American Academy of Child & Adolescent Psychiatry (English). 59 (1): 195. doi:10.1016/j.jaac.2019.11.008. ISSN 0890-8567. PMID 31879008. S2CID 209490036. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- ↑ Cep, Casey (2023-09-11). „What Kate DiCamillo Understands About Children“. The New Yorker (ინგლისური). ISSN 0028-792X. ციტირების თარიღი: 2023-11-02.
- ↑ Bosman, Julie (January 2, 2014). „Newbery Winner to Promote Her Genre“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- ↑ Sutton, Rebecca. (September 12, 2014) Art Talk with Children's Author Kate DiCamillo en. National Endowment for the Arts. ციტირების თარიღი: November 11, 2021
- ↑ Briggs 2005, p. 7.
- ↑ Boedeker, Hal (December 2, 2019). „Kate DiCamillo: Clermont author, national treasure“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2021. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
- ↑ „Why Children's Books Should Be a Little Sad“. Time (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.
- ↑ Patchett, Ann (March 30, 2020). „Ann Patchett on Why We Need Life-Changing Books Right Now“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 10, 2021. ციტირების თარიღი: November 10, 2021.