ქეთრინ პატერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთრინ პატერსონი
ინგლ. Katherine Paterson
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1932(1932-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (91 წლის)
დაბადების ადგილი Huai'an District
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, საბავშვო მწერალი და მისიონერობა
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[4]
ალმა-მატერი Union Presbyterian Seminary და King University
Magnum opus Bridge to Terabithia, The Great Gilly Hopkins, Jacob Have I Loved, Of Nightingales That Weep და Rebels of the Heavenly Kingdom
ჯილდოები ნიუბერის მედალი[10] , ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია, ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის ჯილდო, ლაურა ინგლზ უაილდერის მედალი, National Ambassador for Young People's Literature, კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[11] , Regina Medal, Newbery Honor[10] , Q110813485?[12] , Jella-Lepman Medal, Christopher Award, წიგნების ეროვნული პრემია[13] და წიგნების ეროვნული პრემია[14]
საიტი terabithia.com

ქეთრინ პატერსონი (დ. 31 ოქტომბერი, 1932) — ამერიკელი მწერალი, ცნობილია საბავშვო წიგნებით, რომელთა შორის ყველაზე გახმაურებულია „ხიდი ტერაბითიაში“. 1975-80 წლებში პატერსონმა ოთხი სხვადასხვა წიგნისთვის ორი ნიუბერის მედალი და ორი ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. 1998 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ხოლო 2006 წელს ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია მოიპოვა, რითაც გახდა იმ ოთხი ავტორიდან ერთ-ერთი, რომელთაც ეს ორი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჩინეთის ქალაქ ჰუაიანში, პრესბიტარიანი მისიონერების ოჯახში.[15][16] მისი მამა ოჯახს მქადაგებლობითა და ვაჟთა სკოლის ხელმძღვანელობით არჩენდა. პატერსონი ჩინური კულტურის გარემოცვაში აღიზარდა. როცა იგი ხუთი წლის იყო, მისმა ოჯახმა ჩინეთი ქვეყანაში იაპონიის შემოჭრის გამო დატოვა. ისინი აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დაბრუნდნენ.[17]

აშშ-ში პატერსონის ოჯახი ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ცხობრობდა და მათი ჩინეთში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით იყო გადადებული. მათ 13 წლის მანძილზე 15-ჯერ შეიცვალეს საცხოვრებელი,[18] სანამ ვირჯინიის ქალაქ ვინჩესტერში დასახლდებოდნენ.[15]

უმაღლესი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს პატერსონმა ბრისტოლში მეფის კოლეჯი დაასრულა, რის შემდეგაც ერთი წლის მანძილზე ვირჯინიაში, სოფლის სკოლაში ასწავლიდა.[19] მან მაგისტრის ხარისხი ქრისტიანული განათლების პრესბიატარიენულ სკოლაში მიიღო.[20] მას სურდა ჩინეთში მისიონერი გამხდარიყო, თუმცა ქვეყნის საზღვრები დასავლელი მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი იყო. იაპონელი მეგობრის მოწოდებით, იგი ჩინეთის ნაცვლად იაპონიაში წავიდა, სადაც მისიონერად მუშაობდა. იაპონიაში ყოფნისას იგი ეცნობოდა როგორც იაპონურ, ისე ჩინურ კულტურას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის მწერლობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119210606 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 http://web.archive.org/web/20170324042615/http://jeugdliteratuur.org/auteurs/katherine-paterson
  5. NooSFere — 1999.
  6. Czech National Authority Database
  7. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. ПроДетЛит — 2019.
  9. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  10. 10.0 10.1 http://ala.org/alsc/awardsgrants/bookmedia/newberymedal/newberyhonors/newberymedal
  11. https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/katherine-paterson/
  12. https://web.archive.org/web/20140519183811/http://www2.wlu.edu/documents/registrar/honors/hondegs.pdf
  13. https://www.nationalbook.org/books/the-master-puppeteer/
  14. https://www.nationalbook.org/books/the-great-gilly-hopkins/
  15. 15.0 15.1 Paterson, Katherine (May 2008). „Timeline: Katherine Paterson“. World Literature Today. 82 (3): 18–29. JSTOR 40159727.
  16. 2007 NSK Prize Winner Katherine Paterson. The Neustadt Prizes (June 11, 2013). ციტირების თარიღი: April 2, 2019
  17. „Katherine Paterson: Laureate of the 2007 NSK Neustadt Prize for Children's Literature“. World Literature Today. 82 (3): 18. May 2008. JSTOR 40159722.
  18. Snodgrass, Mary Ellen (August 30, 2008) Beating the Odds: A Teen Guide to 75 Superstars Who Overcame Adversity. ABC-CLIO, Incorporated, გვ. 109. ISBN 9780313345647. 
  19. Paterson, Katherine (May 2008). „Timeline: Katherine Paterson“. World Literature Today. 82 (3): 20. JSTOR 40159727.
  20. Paterson, Katherine (May 2008). „Fighting the Long Defeat: The 2007 NSK Prize Lecture“. World Literature Today. 82 (3): 21. JSTOR 40159727.