ქეთი წაწალაშვილი
|
| |
| ქვეყანა (სპორტი) | საქართველო[1] |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 1992 (33 წლის) |
| დაბადების ადგილი | თბილისი |
| წოდება | ქალი დიდოსტატი[1] , საერთაშორისო ქალი გროისმეისტერი და Woman FIDE Master |
ქეთი წაწალაშვილი (დ. 10 ივნისი, 1992) — ქართველი მოჭადრაკე, ქალი დიდოსტატი (WGM) 2011 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთი წაწალაშვილი არაერთხელ წარსდგა საქართველოს სახელით ევროპის ახალგაზრდულ და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მან მოიპოვა ექვსი მედალი: 2 ოქროს (2007 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და 2010 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე) 2 ვერცხლის (2009 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატაზე და 2009 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე) და 2 ბრინჯაოს მედალი (2007 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და 2008 წელს, მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე).
ქეთი წაწალაშვილმა მოიგო მრავალი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, მათ შორის 2010 წლის, ფლორენსიო კამპომანესის ქალთა მემორიალური ტურნირი ანკარაში.[2]
2008 წელს მას მიენიჭა ფიდე-ს საერთაშორისო ქალთა ოსტატის (WIM) წოდება[3] და სამი წლის შემდეგ მიიღო ფიდე-ს საერთაშორისო ქალი დიდოსტატის (WGM) ტიტული.[4]
რესურსები ინტერნეტიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთი წაწალაშვილი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
- ქეთი წაწალაშვილი ჭადრაკის თამაშები 365Chess.com-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 FIDE Ratings and Statistics
- ↑ Florencio Campomanes Memorial-WIM July 2010 Turkey FIDE Chess Tournament report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-10. ციტირების თარიღი: 2023-03-09.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.FIDE Title Applications (GM, IM, WGM, WIM, IA, FA, IO). ციტირების თარიღი: 2023-03-09
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.FIDE Title Applications (GM, IM, WGM, WIM, IA, FA, IO). ციტირების თარიღი: 2023-03-09