ქეთინო კახიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთინო კახიანი

ქეთინო კახიანი. 2012 წელი
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, (1991-მდე)
საქართველოს დროშა საქართველო, (1992 დან-1993-მდე)

გერმანიის დროშა გერმანია,
(1991-დან)
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1971 (1971-09-11) (52 წლის)
დაბადების ადგილი დიდი ლილო, საქართველო
წოდება საერთაშორისო ოსტატი (1997)
ფიდე რეიტინგი 2318 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2465 (აპრილი 2002)

ქეთინო კახიანი ან ქეთევან კახიანი-გერსინსკა (დ. 11 სექტემბერი, 1971, დიდი ლილო,საქართველოს სსრ, სსრკ) - წარმოშობით ქართველი მოჭადრაკე 1993 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და 1994-დან ამ ქვეყნის სახელით გამოდის. 1989 და 1990 წელს მოიგო 20-წლამდელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1997 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა. [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთევანმა ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ისწავლა და 1986 წელს სსრკ-ს გოგონათა 16 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. იმავე წელს რიო-გალიეგოსში 16 წლამდელთა მსოლფიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. 1987 წელს საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე იმარჯვა. საერთაშორისო ტურნირზე ტაპოლცაში მეორე-მესამე ადგილებზე გავიდა, ხოლო თბილისში მეექვსე-მერვეზე. 1988 წელს სსრკს ქალთა ჩემპიონატზე სსრ კავშირის XLVIII ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ივანო-ფრანკოვსკში 5-6-ე ადგილზე გავიდა ზოია ლელჩუკთან ერთად, სუპერფინალში გასასვლელად ტაი-ბრეიკი დაინიშნა, 2,5:1,5 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ზონალური ტურნირის საგზურიც მოიპოვა. მესამე-მეხუთე ადგილები გაიყო სსრკს ქალთა 1989 წლის ჩემპიონატზე. 1989 და 1990 წლებში 20 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1990 წელს აზოვში ქალთა საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე იასპარეზა და 18 მონაწილეს შორის პირველზე გავიდა. მან 7 პარტია მოიგო, 9 ყაიმით დაასრულა, ერთი კი წააგო. ამ გამარჯვებით, ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა და 8 ქალიან კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მოიპოვა, რომლის გამარჯვებულიც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდებოდა. ტურნირს იმავე წელს ბორჯომმა უმასპინძლა, ქეთევანმა 1 მოიგო, 2 გააყაიმა, სამი წააგო და 2,5 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა. მომდევნო წელს საერთაშორისო ზონალურზე სუბოტიცაში გამოვიდა, 35 მონაწილს შორის მე-10 ადგილზე გავიდა და კანდიდატთა ტურნირის გარეშე დარჩა.

საქართველოს ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებრენცენში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და ვერცლის მედალი მოიპოვა. ქეთევანი სათადარიგო, მესამე დაფაზე თამაშობდა და თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო, რისთვისაც ინდივიდუალური ოქროც მიიღო. 5 პარტიიდან 4 მოიგო და ერთი წააგო.

ნონა გაფრინდაშვილი და ქეთევან კახიანი-გერშინსკა. 2016 წელი დრეზდენი

გერმანიის მოქალაქეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მომდევნო წელს მოქალაქეობაც მიიღო და მათ ნაკრებში თამაშის უფლებაც მოიპოვა. 1995 წელს MITROPA CUP-ზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობაში სათადარიგო დაფაზე იასპარეზა. ქეთევანმა 3 მოიგო, 4 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა და ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა. იგი ჩემპიონატზე ერთადერთი ქალი იყო. 2002 წლის ოქტომბერში ფიდეს ქალთა რეიტინგში ოცეულში შეაბიჯა, ხოლო 2003-ში ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მე-8 ადგილზე გავიდა. 2016 წელს დრეზდენში გერმანიის ქალთა ჩემპიონატი მოიგო, იმ დროს დრეზდენში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილიც იმყოფებოდა. [3]

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე გერმანიის შემადგენლობით 8-ჯერ ისაპარეზა 1994-დან 2008 წლამდე. 2004 წლამდე პირველ დაფაზე თამაშობდა, ხოლო ორჯერ მეორეზე გამოვიდა. ნაკრების საუკეთესო შედეგი 1994 და 2000 წლებში ჰქონდა, როცა ათეულში მოხვდა. 1994-ში მე-7 გავიდნენ, ხოლო 6 წლის შემდეგ მერვეზე. სულ კი 98 პარტიიდან 37 მოიგო, 16 წაგო და 45 ყაიმით დაასრულა. [4]

ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ დაფაზე ითამაშა 1997 წელს პულაში ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატზე. ნაკრები მე-9 გავიდა, ხოლო თვითონ ინდივიდუალური შედეგებით მესამე იყო და მცირე ბრინჯაო მიიღო. მცირე ოქრო აიღო ლეონში პირველ დაფაზე 2001 წელსაც. ქეთევანმა 9 პარტიიდან 4 მოიგო, 5 კი ყაიმით დაასრულა. ნაკრები მეოთხეზე გავიდა. ჩემპიონატზე კი სულ 8-ჯერ გამოვიდა (ერთხელ საქართველოს სახელით, 7-ჯერ გერმანიის). 63 პარიიდან 26 მოიგო, 26 ყაიმით დაასრულა და 11 წააგო. [5]

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 ეკატერინბურგში მეორე დაფაზე იჯდა და ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩემპიონატზე მეოთხე იყო, ნაკრები კი მე-6. კახიანმა 1 მოიგო და 7 დაასრულა ყაიმით.[6]

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ქალთა საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე კიშინიოვში მეორე ადგილზე გავიდა და კანდიდატთა ტურნისის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც ორი წლის შემდეგ გრონინგენმა უმასპინძლა. კახიანმა მეათე ტურიდან შეწყვიტა ასპარეზობა და ბოლო ადგილზე გავიდა. ამ წელს ფიდემ საერთაშორისო ოსტატის წოდება მიანიჭა.

2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯიბრი, ნიუ დელში გამართა. ფიდეს გადაწყვეტილებით პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა და კახიანი მე-15 ნომრად იყო განთესილი. ქეთევანმა პირველ ეტაპზე ქართველი ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში მარია მანაკოვას ბარიერი უტამაშებლად გადალახა, თუმც მესამეში ჩინელ ქინ კანინთან დამარცხდა 0,5:1,5.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედფინალამდე მივიდა ელისტაში. კახიანი ნე-20 ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში ვიეტნამელი ნგუიენ თჰი თჰან ანი ჩამოიცილა 3,5:3,5, მეორეში აშშ-ელი ირინა კრუში, მესამეში სერბი ნატალია ბოჟკოვიჩი, თუმც მეოთხეში რუს ეკატერინა კოვალენსკაიასთან დამარცხდა 1,5:2,5.

2008[7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალჩიკში გამართულ პირველობაზე ქეთევანი 39-ე ნომრად იყო განთესილი და პირველივე წრეში ჩინელ შენ იანთან წააგო 0,5:1,5.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭარაკო ბუნდესლიგაში „SCA St. Ingbert“-ის შემადგენლობაში 1996-დან 1998-მდე თამაშობდა. 1998/1999 სეზონში კი „SV Werder Bremen“-ში ირიცხებოდა. ხოლო 1999-დან 2003-მდე „TV Tegernsee-ში“. 1996-დან 1999-მდე ქალთა ეროვნულ ლიგაში „Karlsruher Schachfreunde“-ში ასპარეზობდა. 2002-დან OSG Baden-Baden-ში 11 სეზონი ითამაშა (2003, 2004, 2005, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2015 , 2016 , 2018). 2018-ში ჩემპიონიც გახდა. 2004-2005 წლებში საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატში Club de Bischwiller-ში გამოვიდა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა. 1998 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ცოლად გაყვა გერმანელ იურგენ გერსინსკს, ყავთ ორი ვაჟი დავით-ვახტანგი და მიხაელ გერსინსკები.[8] ცხოვრობენ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში და ტურნირებზე ორი გვარით კახიანი-გერსინსკა გამოდის. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 608. — 621 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. GKachiani-Gersinska, Ketino.
  3. [3]. German Masters 2016 mit zehn starken Damen.
  4. [4]. WOMEN'S CHESS OLYMPIADS.
  5. [5]. EUROPEAN WOMEN'S TEAM CHESS CHAMPIONSHIP.
  6. [6]. WORLD WOMEN'S TEAM CHESS CHAMPIONSHIP.
  7. [7]. Women's World Championship in Nalchik.
  8. [8]. ქეთინო კახიანი-გერსინსკა: “ჩემთვის მთავარი ოჯახია”.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]