ქეთევან ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან ღამბაშიძე (დ. 5 მაისი, 1929) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947-1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, 1953 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.

მუშაობდა კორესპოდენტად საქართველოს რადიოს საბავშვო გადაცემათა რედაქციაში, 1955-1970 წლებში — რეჟისორის ასისტენტად ქდსპფ სტუდიაში, 1970 წლიდან ამავე სტუდიის რეჟისორია. მუშაობდა კინოპერიოდიკაზე („საბჭოთა საქართველო“, „პიონერი“, „საბჭოთა ამიერკავკასია“). გადაიღო ფილმები: „გაზაფხული მინის სახურავის ქვეშ“ (1972), „ჩაის კრეფს“საქართველო“ (1972), „დიმიტრი გულია“, „გაუფრთხილდით სიცოცხლეს“ (1974), „ინიციატორი“, „სოფელი ღონიერია“ (1975) „რაჭა“ (1977), „შავი ოქროს მარცვლები“ (1981), „ყვავიან ბაღები“ (1985), „ქართლისა და კახეთის მთიანი რაიონების შესახებ“ (1987) და სხვა კინორეჟისორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კინო, 1896-2011, თბ., 2011, გვ. 181

რესურესბი ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]