ქედის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი დროშა ქედის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ქედა

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

სიმჭიდროვე

44.3 [1] კაცი/კმ²

ფართობი

452 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

16 760 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99%[2]
რუსები 0.1%[2]
აფხაზები 0.1%[2]

ქედის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.


ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ბუნება

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდ. აჭარისწყლის ხეობაში, რაიონი მოიცავს 452 კვ. კმ-ს. მოსახლეობა 20 194 ადამიანს, ცენტრია დაბა ქედა, რაიონი შედგება 64 დასახლებული პუნქტისგან. ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

ქედის რაიონს ესაზღვრება - ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის რაიონები. სამხრეთ ნაწილში კი შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. აკავრეთა. რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ავსებს მესხეთის განშტოებანი. სამხრეთ ნაწილში შემოჭრილია შავშეთის ქედის განშტოებანი. უმაღლესი მწვერვალია ღომა 2441 მეტრი ზღვის დონიდან. რაიონის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. რაიონის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის რაიონში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტიუთხოვარი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 19 928
2002 20 144
2014 16 760

ადგილობრივი თვითმმართველობა

ქედის მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად: თემები ქედა, დანდალო, ზვარე, მახუნცეთი, მერისი, პირველი მაისი, ცხმორისი, წონიარისი, ოქტომბერი.

ღირსშესანიშნაობანი

გალერეა