ქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაშუეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის თავზე, დიდი წიფლების ჩრდილოეთით. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით პატარა თანადროული მინაშენი აქვს, ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა მშრალია. ძეგლი დანგრეულია. შემორჩა ჩრდილოეთი და დასავლეთი კარები. სწორკუთხა საკურთხეველში იკითხება სარკმელი და პატარა ნიშა. შესაძლოა ჩრდილოეთი მინაშენი მაღალი იყო და კოშკს წარმოადგენდა. ის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს ბოლომდე არ გაუყვება. ძეგლის საბოლოო ტიპის დასადგენად საჭიროა მისი გაწმენდა და საძირკვლების გამოჩენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 260