შინაარსზე გადასვლა

ქაშუეთის ეკლესია (ბელოთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაშუეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელოთის აღმოსავლეთით 1,5 კმ.. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ძალიან არის დაზიანებული. დანგრეულია მისი სამხრეთი კედლის ზედა ორი მესამედი, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების ნახევარი და კამარის სამხრეთის ორი მესამედი. ეკლესია უაბსიდოა. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მცირე ზომის სარკმელია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით. ჩრდილოეთით და დასავლეთით შემორჩა გალავნის ფრაგმენტები.

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ.,28