ქაფქეიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოკოლადის ქაფქეიქი

ქაფქეიქი (ინგლისურად: cupcake, სიტყვასიტყვით „ჭიქა ნამცხვარი“) მცირე ზომის დესერტია, რომელიც ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ის შეიძლება გამოცხვეს პატარა, ქაღალდის ჭიქაში ან ალუმინის სპეციალურ ფორმაში. უფრო დიდი ნამცხვრების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნამცხვრის დეკორაციები, როგორიცაა ტკბილეული და ხილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტაფილოს ქაფქეიქი

ყველაზე ადრეული კერძი, რომელისაც დღეს ჩვენ ქაფქიქს ვუწოდებთ 1796 წლითაა დათარიღებული. დესერტის აღწერა შემდეგი სახის იყო: ნამცხავრი პატარა ზომის ჭურჭელში. ეს აღწერა ამერიკელმა მზარეულამ, ამელია საიმონსმა გააკეთა. [1] თვითონ ტერიმინის ქაფქეიქის უძველესი ჩანაწერი 1828 წელს ელიზა ლესლის წიგნში იყო მოხსენიებული.[2]

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკვე გამოიყენებდნენ ტერმინს ქაფ ქეიქსა და ქაფქეიქს. მანამ, სანამ მაფინების ფორმები ფართოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი, ნამცხვრებს ხშირად აცხობდნენ ინდივიდუალურ ჭურჭლის თასებში, პატარა ზომის ჭიქებში. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა დესერტის სახელოწდება ქაფქეიქი. ამერიკული ქაფქეიქებიდან განსხვავებით ბრიტანული ნაწარმო შედარებით მცირე ზომისაა და მისი ზედაპირი არაფრით არ იფარება.

რეცეპტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარწყვის კრემიანი ქაფქეიქი

ჩვეულებრივი ქაფქეიქი ტრადიციული ნამცხვრის ინგრედიენტებისგან შედგება. ის მოიცავს; კარაქს, შაქარს, კვერცს და ფქვილს. თითქმის ნებისმიერი რეცეპტი, რომელიც გამოიყენება ნამცხვრებისთვის, შეიძლება გამოვიყენოთქაფქეიქების დასამზადებლადაც. მას შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ინგრედიენტი არომატის მისაცემად, ასეთია: ქიშმიში, კენკრა, თხილი ან შოკოლადის ჩიფსები.

იმის გამო, რომ მათი მცირე ზომა უფრო ეფექტურია სითბოს გამტარობისთვის, ქაფქეიქები შედარებით სწრაფად ცხვება, ვიდრე ჩვეულებრივი ფენებიანი ნამცხვარი.[3] ცხობის დროს, ცომი ზომაში იმატებს ნახშირორჟანგის წარმოქმნის გამო. გაცივების შემდეგ კი ისევ პირვანდელ ზომას უბრუნდება. [4]

საშობაო ქაფქეიქი

უკვე გამომცხვარ ქაფქეიქს შესაძლებელია მოვაყაროთ სხვადასხვა დეკორაციები. მცხობელები ჭურჭელს ცოტამდე ავსებენ, კოვზის ან სპეციალური დანის მეშვეობით. კექსის ზედა ნაწილში აკეთებენ ხვრელს საყრდენად. მისი ფორმაში დატანის კიდევ ერთი საშუალება საკონდიტრო ტომარაა. კომერციულ საცხობებში ფორმის შევსება შესაძლებელია შპრიცებით. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის დესერტს ასხამენ შოკოლადს და ტკბილ ნივთიერებებს. 230

მოსამზადებელი ჭურჭელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ქაფქეიქებს მძიმე ჭურჭელში აცხობდნენ. ზოგიერთი მცხობელი კექსის გამოსაცხობად კვლავ იყენებს რკინის ჭურჭელს, თუმცა მეტად მოხერხებული საშუალება დღეს- დღეისობით ფურცლის ჭიქებია.

კერძს ჩვეულებრივსამებრ, მაფინების ფორმაში აცხობენ. ეს ტაფები ყველაზე ხშირად მზადდება ლითონისგან და საშუალოდ აქვს ექვსი ან თორმეტი ჩაღრმავება, ანუ ,,ჭიქა". ისინი ასევე შეიძლება გაკეთდეს ქვის, სილიკონის, რეზინის ან სხვა მასალებისგან. სტანდარტული ზომის ჭიქის დიამეტრია 3 დიუმი (76 მმ) და დაახლოებით იწონის 110 გრამს. სპეციალური ტაფები არსებობს როგორც პატარა ზომის კექსებისთვის, ასევე დიდი, სპეციალური ქაფქეიქებისთვისაც.

ქაღალდის გარდა, კექსის ნამცხვრები შეიძლება გაკეთდეს ძალიან თხელი ალუმინის ფოლგისგან ან, ერთჯერადი სილიკონის ფორმისაგან. იმისთვის, რომ ქაფქეიქის ფორმა შენარჩუნებული იყოს, იყენებენ ქაღალდის რამდენიმე ფორმას ერთმანეთში ჩადებულს.

სხვადასხვა ქვეყანაში ქაფქეიქის ფორმის ზომა სხვადასხვა სტანდარტისაა. მინიატურული კორპუსები დიამეტრით 27-დან 30 მილიმეტრამდე (1,1-დან 1,2 ინჩამდე) ფუძეზე და 20 მილიმეტრიანი (0,79 დიუმით) სიგრძისაა. სტანდარტული ზომის კორპუსების დიამეტრი 45-დან 53 მილიმეტრამდე (1.8-დან 2.1 დიაპაზამდე) მერყეობს. ავსტრალიაში და შვედეთში შედარებით მაღალ ფორმებს იყენებენ ნაწარმის დასამზადებლად. აქ დამზადებული ქაფქეიქის დიამეტრიც დიდია ამერიკელი და ბრიტანელი კონდიტერების მიერ მომზადებულებთან შედარებით.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Food Timeline". Lynne Olver.
  2. Leslie, Eliza, Seventy-five Receipts for Pastry, Cakes, and Sweetmeats (Boston, Massachusetts: Munroe and Francis, 1828),p. 61.
  3. Sakin, Melike; Kaymak-Ertekin, Figen; Ilicali, Coskan (1 December 2007). "Simultaneous heat and mass transfer simulation applied to convective oven cup cake baking". Journal of Food Engineering. 83 (3): 463–474. doi:10.1016/j.jfoodeng.2007.04.007.
  4. Baik, O. D.; Sablani, S. S.; Marcotte, M.; Castaigne, F. (1 March 1999). "Modeling the Thermal Properties of a Cup Cake During Baking". Journal of Food Science. 64 (2): 295–299. doi:10.1111/j.1365-2621.1999.tb15886.x. ISSN 1750-3841.
  5. Smith, Lindy. Bake me I'm Yours... Cupcake Celebration. David & Charles: Newton Abbot; 2010. ISBN 9780715337707. p. 7.