ქასიმი (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეჰზადე ქასიმი
მშობ. სახელი Şehzade Kâsım
დაბ. თარიღი 1614
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 1638
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. მიზეზი სიკვდილით დასჯა
დაკრძალულია აია-სოფია
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი

შეჰზადე ქასიმი (თურქ. Şehzade Kâsım; დ. 1614, სტამბოლი — გ. 17 თებერვალი, 1638) — აჰმედ I-ისა და მისი მეუღლის, ქიოსემ სულთნის ვაჟი. ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრედ 1635–1638 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე ქასიმი დაიბადა სტამბოლში, სულთან აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნის ოჯახში. მისი ბაბუის, მეჰმედ III-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, ქასიმი სხვა შეჰზადეებთან ერთად ჰარამხანაში იყო გამოკეტილი.

სულთან აჰმედის სიკვდილის შემდეგ, 1617 წელს ტახტზე უნდა ასულიყო შეჰზადე ქასიმის ნახევარძმა, ოსმან II, მისი ყველა ძმა კი კანონის მიხედვით, სიკვდილს ელოდა. თუმცა გარკვეული ხნის წინ სულთან აჰმედმა ეს ტრადიცია დაარღვია და მისი ძმა, მუსტაფა ტახტზე ასვლის შემდეგ არ მოკლა, ეს კი ოსმანის ძმებისთვის ერთგვარი იმედი იყო. აჰმედის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა, მუსტაფა, რომელიც გონებრივად სუსტი იყო.

სულთან მუსტაფას მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, იგი ოსმალეთის იმპერიის თახტზე ოსმან II-მ ჩაანაცვლა, მაგრამ მალე ის მოკლეს და ისევ მუსტაფა გახდა სულთან. 1623 წელს ქიოსემ სულთანმა მუსტაფას მმართველობა დაასრულა და ტახტზე ავიდა შეჰზადე ქასიმის ძმა, მურად IV. 1635 წელს მურადის ბრძანებით სიკვდილით დაისაჯნენ ქასიმის ძმები — იმპერიის ტახტის მემკვიდრე შეჰზადე ბაიაზიდი და შეჰზადე სულეიმანი. ამის შემდეგ იგი იქცა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ 1638 წელის 17 თებერვალს შეჰზადე ქასიმიც სიკვდილით დაისაჯა სულთნის ბრძანებით. იგი დაკრძალულია მეჩეთ აი-სოფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peirce, Leslie P. (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. ISBN 0195086775, 9780195086775.