ქასაგინის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქასაგინის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქასაგინში. აგებულია X საუკუნეში.

მეათე საუკუნის დიდი ეკლესიიდან მხოლოდ ორნამენტიანი და რელიეფიანი ქვებიღა შემორჩა. ეს ქვები ჩატანებულია სკოლის შენობაში. სკოლის უკან ძველი ეკლესიის კვალი ჩანს. ეკლესიის შირიმის ქვები წაღებულია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. რელიეფები და ორნამენტიანი ქვები მეტად მნიშვნელოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли. Тбилиси, 1973, стр. 81