ქარხნის ნაზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარხნის ნაზირი — (სპარს. ქარხანე - სახელსონო, ნაზირ - ზედამხედველი, გამგე) საფინანსო-სამეურნეო დარგის მაღალი რანგის მოხელე გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოში.

ვახუშტი ბატონიშვილის (XVII საუკუნე) ცნობით, ეს თანამდებობა ქართლში როსტომ მეფემ შემოიღო ირანის სამოხელეო წყობილების მიბაძვით ძველი ქართული სახელოს - ეზოსმოძღვარის - მაგიერ. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, ქარხნის ნაზირი სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა, მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მეფის მეურნეობას, გადასახადების აკრეფას და ა.შ. მას მიბარებული ჰქონდა მეფის სამეურნეო დაწესებულებები, საწყობები („ქარხნები“) და ევალებოდა მეფის სასახლის მომარაგება. ქარხნის ნაზირი თავისი საქმიანობით (სასახლის მომარაგება) მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალაქთან და სარგოს ერთი ნაწილი ქალაქის ამქრებისაგან ჰქონდა განწესებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 893