ქარცი მემინდვრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარცი მემინდვრია
Myodes-glareolus-roetelmaus-bank-vole (cropped).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ზაზუნასებრნი
ქვეოჯახი:  მემინდვრიები
გვარი:  ტყის მემინდვრია
სახეობა:  ქარცი მემინდვრია
ლათინური სახელი
Clethrionomys glareolus (Schreber, 1780)
სინონიმები
  • Myodes glareolus (Schreber, 1780)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 4973

ქარცი მემინდვრია (ლათ. Clethrionomys glareolus) — მღრღნელი ზაზუნასებრთა ოჯახისა. მცერე ზომის მემინდვრიაა, სხეულის სიგრძე 11,2 სმ-მდეა, კუდისა — 6 სმ-მდე. ზურგი სხვადასხვა ელფერით ყავისფერ-ჟანგისფერია; მუცელი ბაცი რუხია. კუდი მკაფიოდ ორფეროვანია: მისი ზედა მხარე მუქია, ქვედა მხარე მოთეთრო, მოკლე ბეწვითაა დაფარული და მის ქვეშ ჩანს ქერცლოვანი კანი. ფეხები შავია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიაში; საქართველოში გავრცელებულია გურია-აჭარის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, მაღალი ბალახით დაფარულ ველობებზე. შემოდგომით და ზამთრობით გვხვდება თივის ბულულებში და ნაგებობებში. იკვებება უმთავრესად ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილებით და თესლებით; ჭამს აგრეთვე ხეების ქერქს, კვირტებს, სოკოებს, ლიქენებს. ბუდეს იკეთებს მოკლე და ვრცელ სოროში, რომელსაც რამდენიმე გამოსასვლელი ხვრელი აქვს. მრავლდება წელიწადში 3–4-ჯერ: თითოეულ ჯერზე შობს 2–5 ნაშიერს. აზიანებს ტყის ახალგაზრდა ნარგავებს, ტყის ჯიშთა სანერგეებს, ხეხილის ბაღებს, პროდუქტების მარაგს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ყურაშვილი ბ., კოხია ს., არაბული ა. და სხვ., საქართველოს ძუძუმწოვრები, თბ.: „მეცნიერება“, 1981. — გვ. 25.