ქარქიაანთ ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარქიაანთ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელი ჭარებიდან აღმოსავლეთით 5-6 კმ-ზე, ადგილი „მერია“. აგებულია შუასაუკუნეებში. დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრები. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ამათგან სამხრეთისა - ნაოთხალია.

კედლების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. მიწის დონე ძლიერ აწეულია. ეკლესიის სამხრეთით სწორკუთხა გეგმის გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებია. ასეთივე ნანგრევია მიჯრილი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეზე. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.ძეგლი ძლიერ დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 244-245