ქარიშხლიანი უღელტეხილი (2026 წლის ფილმი)
ქარიშხლიანი უღელტეხილი— გოთიკური, ფსიქოლოგიური, დრამატული ფილმი, რომლის პროდიუსერი, სცენარის ავტორი და რეჟისორი ემერალდ ფენელია. ფილმი ემილი ბრონტეს 1847 წლის რომან „ქარიშხლიან უღელტეხილზე“ შთაბეჭდილებითაა შექმნილი. მთავარ როლებს მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ — შესაბამისად, კეტრინ ერნშოსა და ჰითკლიფის სახეს. მათთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ჰონგ ჩაუ, შაზად ლათიფი, ალისონ ოლივერი, მარტინ კლუნესი და იუან მიჩელი.
„ქარიშხლიან უღელტეხილზე“ Warner Bros. Pictures-ის მიერ დიდ ბრიტანეთში გამოვა 2026 წლის 11 თებერვალს, ხოლო აშშ-ში — 13 თებერვალს.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგო რობი — კეტრინ ერნშოუ
- შარლოტა მელინგტონი — ახალგაზრდა კეტრინი
- ჯეიკობ ელორდი — ჰიტკლიფი
- ოუენ კუპერი — ახალგაზრდა ჰიტკლიფი
- ჰონგ ჩაუ — ნელი დინი
- ვი ნგუენი — ახალგაზრდა ნელი
- შაზად ლათიფი — ედგარ ლინტონი
- ალისონ ოლივერი — იზაბელა ლინტონი
- მარტინ კლუნესი — ბატონი ერნშოუ
- იუან მიჩელი — მამაკაცი მაგარის (სატყორცნის) მათრახით
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვითარება და მსახიობთა შერჩვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის ივლისში ფილმის შემქმნელმა ეიმერალდ ფენელმა გამოაცხადა, რომ დაწერდა და გადაიღებდა ადაპტაციას ემილი ბრონტეს 1847 წლის რომანისა — „ქარიშხლიან უღელტეხილზე“[1]. 2024 წლის სექტემბერში მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი შეირჩნენ ქეთრინ ერნშოსა და ჰითკლიფის როლებზე. რობი ასევე იმუშავებდა ფილმის პროდიუსერად საკუთარ კომპანია LuckyChap Entertainment-თან ერთად, MRC-ის დაფინანსებით. მან მანამდეც იმუშავა ფენელთან ფილმებზე „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (2020) და „სოლტბერნი“ (2023), სადაც ელორდიც მონაწილეობდა. [2]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი გადაღებები გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში 2025 წლის იანვრის ბოლოს აპრილის დასაწყისამდე და მიმდინარეობდა 35 მმ-იანი VistaVision კამერებით. გადაღებები ხდებოდა Sky Studios Elstree-ში, ასევე ლოკაციებზე იორკშირის დეილზში, მათ შორის არკენგართდეილისა და სვეილდეილის ხეობებში, ლოუ როუს სოფელში და იორკშირის დეილზის ეროვნულ პარკში.[3][4] ფილმის ოპერატორი იყო ლინუს სანდგრენი.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი სტატია: ქარიშხლიანი უღელტეხილი (ალბომი)
ენტონი უილისი ფილმისთვის მუსიკალურ თანმხლებს შექმნის, ხოლო ჩარლი XCX შექმნის ორიგინალური სიმღერების ალბომს.[5][6] ლიდ-სინგლი, „House“, რომელშიც მონაწილეობს უელსელი მუსიკოსი ჯონ კეილი, გამოიცა 2025 წლის 10 ნოემბერს მიტჩ რაიანის მიერ გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოკლიპთან ერთად. მეორე სიმღერა, „Chains of Love“, 13 ნოემბერს გამოვიდა — იმავე დღეს, როცა ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ეს სიმღერაც ჟღერს.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ქარიშხლიანი უღელტეხილი“ დაგეგმილია გამოვიდეს შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში 2026 წლის 13 თებერვალს, ვალენტინობის დღის წინა საღამოს.
მარკეტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის პირველი ტრეილერი და პოსტერიც რომელშიც პატივი მიაგებოდა ფილმს „ქარწაღებულნი“ (1939) ონლაინ განთავსდა 2025 წლის 3 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სარეკლამო ბანერები გამოჩნდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ლონდონში და ლოს-ანჯელესში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mitchell, Harriet. (13 July 2024) Emerald Fennell reveals next movie following Saltburn success. ციტირების თარიღი: 13 July 2024
- ↑ Kroll, Justin. (23 September 2024) Margot Robbie And Jacob Elordi To Star In Emerald Fennell's Adaptation Of Wuthering Heights From MRC And LuckyChap. ციტირების თარიღი: 23 September 2024
- ↑ Calnan, Elle. (January 28, 2025) Emerald Fennell's Wuthering Heights starring Margot Robbie and Jacob Elordi starts filming in the UK. ციტირების თარიღი: April 19, 2025
- ↑ Coyle, Hayley. (April 5, 2025) Dales welcomes Margot Robbie for movie shoot. ციტირების თარიღი: April 19, 2025
- ↑ Emerald Fennell's 'Wuthering Heights' to Feature Original Songs by Charli XCX and Score by Anthony Willis (September 3, 2025). ციტირების თარიღი: September 3, 2025
- ↑ Strauss, Matthew. (2025-11-13) Charli XCX Announces New Album Wuthering Heights, Shares New Song “Chains of Love” en-US. ციტირების თარიღი: 2025-11-13