ქარიმა აბუდი
| ქარიმა აბუდი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
18 ნოემბერი, 1893 ბეთლემი, პალესტინა, ოსმალეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი |
27 აპრილი, 1940 (46 წლის) ბეთლემი, პალესტინის სამანდატო ტერიტორია |
| ეროვნება | არაბი |
| ალმა-მატერი | ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ფოტოგრაფი |
ქარიმა აბუდი ( არაბ. كريمة عبّود, დ. 1896, შეფარამი — გ. 1940, ნაზარეთი ) — პალესტინელი პროფესიონალი ფოტოგრაფი და მხატვარი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პალესტინაში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. ერთ-ერთი პირველი ქალი ფოტოგრაფი პალესტინასა და ახლო აღმოსავლეთში . [1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქარიმე აბუდი დაიბადა ბეთლემში. [2] ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ბოლოს სამხრეთ ლიბანიდან პალესტინაში გადავიდნენ და 1905 წელს ბეთლემში დასახლდნენ. მისი მამა საიდ აბუდი მუშაობდა პედაგოგად. საუკუნის დასაწყისში იგი გახდა ლუთერანული ეკლესიის მღვდელი მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში. ქარიმა ექვსი შვილიდან მეორე იყო. დაწყებითი განათლება მიიღო „ტალითა ქუმის“ სკოლაში. მისი დედა, ბარბარა ბადრი, ასევე მასწავლებელი იყო.

1913 წელს ქარიმას 17 წელი შეუსრულდა და მამისგან საჩუქრად პირველი ფოტოაპარატი მიიღო. გოგონა იღებდა პეიზაჟებს, სურათებს უღებდა ნათესავებს და მეგობრებს. მისი პირველი ფოტოები დათარიღებულია 1919 წლის ოქტომბრით. ქარიმამ დაამთავრა იერუსალიმის შმიდტის გოგონათა სკოლა. მოგვიანებით სწავლობდა არაბულ ლიტერატურაში ლიბანში. ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. ამ პერიოდში იგი გაემგზავრა ბაალბექშიარქეოლოგიური ადგილების გადასაღებად. 1940-იან წლებში მშობლების გარდაცვალების შემდეგ, იგი გადავიდა იერუსალიმში, შემდეგ კი — ბეთლემში.
1929 წელს ქარიმა ცოლად გაჰყვა ვაჭარს მარჯაიუნიდან, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, სამირი. [3]
ფოტოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930-იანი წლების დასაწყისიდან პროფესიულად დაკავდა ფოტოგრაფიით. მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით ნაზარეთში. ჩამოაყალიბა საკუთარი ფოტო სტუდია, სადაც იღებდა ქალებისა და ბავშვების პორტრეტებს, ასევე ქორწილებისა და სხვა დღესასწაულების ფოტოებს. პორტრეტისა და პეიზაჟების გარდა, იღებდა ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს ( ბეთლემს, ნაზარეთის, ბაალბექს, ტიბერიას და ა.შ.). ). ნახატებს ხშირად ხელით აფერადებდა. მისი ბაბუა ნაზარეთის ინგლისური საავადმყოოფოს უფროსი ფარმაცევტი იყო, მამა კი იქ პასტორად მსახურობდა. როდესაც ადგილობრივი ნაზარეთელი ფოტოგრაფი ფადილ საბა გადავიდა ჰაიფაში, ქარიმას სტუდიაზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. განსაკუთრებით ქორწილებსა და პორტრეტებზე. ამ პერიოდში მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს არაბულ და ინგლისურ ენებზე დატანებული ჰქონდა ბეჭედი ფრაზით: „Karimeh Abbud - Lady Photographer - كريمة عبود: مصورة شمس“
1930-იანი წლების შუა ხანებში მან დაიწყო სტუდიური ფოტოების ხელით გაფერადებული ასლების დამზადება. 1924 წელს ქარიმა აბუდმა საკუთარ თავი „ერთადერთ ეროვნულ ფოტოგრაფად“ გამოაცხადა.
კოლექცია და გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ვრცელი პორტფოლიოს ორიგინალური ასლები შეაგროვა აჰმედ მროვატმა, Nazareth Archives Project-ის დირექტორმა. 2006 წელს, ისრაელის სიძველეების კოლექციონერმა ბუკი ბოაზმა აღმოაჩინა 400-მდე ფოტო კატამონის მახლობლად მდებარე სახლში , სადაც აბუდი სავარაუდოდ ცხოვრობდა 1930 წლიდან 1948 წლამდე. სახლის მფლობელები სავარაუდოდ ომის დროს. ბევრი მათგანი ხელმოწერილია ხელოვანის მიერ. აბუდის ფოტოების გამოფენა გაიხსნა ბეერ შევას ისლამური და ახლო აღმოსავლეთის კულტურის მუზეუმში.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 18 ნოემბერს, გუგლმა მიუძღვნა Doodle ქარიმე აბუდს მისი დაბადებიდან 123 წლის აღსანიშნავად. [4]
გალერეა; ქარიმა აბუდის ბარათები (1925-1930 წწ.)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გალილეის კანა
-
1. ნაზარეთი
-
2. ნაზარეთი
-
5. ნაზარეთი - თაბორის მთა
-
6. ნაზარეთი - თაბორის მთა ბაზილიკის ეკლესია
-
8. ნაზარეთი
-
10. ნაზარეთიაქლემები
-
11. ნაზარეთი - მინდვრების ხვნა
-
12. ნაზარეთი - სანაგვე
-
13. ტიბერია
-
16. ჰაიფა
-
17. ჰაიფა - ქარმელის მთა
-
18.კაპერნაუმის ნანგრევები
-
20.იაკობის ჭა (ნაბლუსის მახლობლად)
-
21. ბეითინი. ბავშვები
-
22. იერუსალიმი
-
24. მდინარე იორდანე
-
25. ჰებრონი - აბრაამის მუხა
-
26. ტიბერია ხედი ტბიდან
-
27. სებასტია, კოლონადა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Verde, Tom. (April 2019) Women Behind the Lens: The Middle East's First Female Photographers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2024. ციტირების თარიღი: 6 July 2024
- ↑ Raheb, Mitri (2011). Karīmah ʻAbbūd : rāʼidat al-taṣwīr al-niswī fī Filasṭīn, 1893-1940 (Arabic). Bethlehem: Diyār lil-Nashr, გვ. 44. ISBN 9789950376038.
- ↑ Aderet, Ofer. (22 September 2022) The Female Photographer Who Captured Palestinian Lives 100 Years Ago. Haaretz. ციტირების თარიღი: 6 July 2024
- ↑ „Karimeh Abbud's 123rd Birthday“. Google Doodles. 18 November 2016. ციტირების თარიღი: 6 July 2024.