ქართულ-სელჩუკური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქართულ-სელჯუკური ომები)
Jump to navigation Jump to search
ქართულ-სელჩუკური ომები
თარიღი 1070-იანები1203
მდებარეობა ტაო-კლარჯეთი და საქართველო
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
KingDavidtheBuilderFlag.svg QueenTamarFlag.svg საქართველო Buyuk selcuklu devleti.gif თურქ-სელჩუკები

Black flag.svg აბასიანთა სახალიფო
Flag of Sultanate of Rum.svg რუმის სასულთნო
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
Coin of Mu'izz al-Din Muhammad in Delhi, India.jpg ღურიდები
სალთუკიდები

მეთაურები
ბაგრატ IV
გიორგი II
დავით აღმაშენებელი
გიორგი ჭყონდიდელი
ბარამი
სუმბატ ორბელი
ივანე ორბელი
დემეტრე I
გიორგი III
ივანე სუმბატის ძე ორბელი
სარგის მხარგრძელი
თამარ მეფე
ყუბასარი
დავით სოსლანი
ზაქარია II მხარგრძელი
ივანე I მხარგრძელი
შალვა ახალციხელი
ალფ-არსლანი
მალიქ-შაჰი
ნიზამ ალ-მულქი
მაჰმედ I
აჰმედ სენჯერი
მასუდ I
ქილიჩ-არსლან II
ქეი-ხოსროვ I
რუქნ ად-დინი
აბუ ბაქრი
ძალები
50,000–90,000 250,000–450,000
(400,000–700,000)

ქართულ-სელჩუკური ომები — დაპირისპირება საქართველოს სამეფოსა და თურქული წარმოშობის ხალხებს შორის, რომელიც დაახლოებით 130 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და დასრულდა ქართველების დამსახურებული გამარჯვებით.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს წარმოშობამ დიდი საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთის, მცირე აზიისა და კავკასიის მართლმადიდებლურ ქვეყნებს. თოღრულ-ბეგის მიერ დაწყებულმა მარბიელმა ლაშქრობებმა საფუძველი ჩაუყარა ახალი მილიტარისტული, ძლიერ სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელმაც XI საუკუნეში მოახერხა მთელი შუა აზიის, ირანის, არაბული ერაყის, ისრაელის, პალესტინის, სირიის, სომხეთის, საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიის აზიური ოლქების დაპყრობა.

ალფ არსლანის ლაშქრობები კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება ერთგვარად გართულდა, რისი უშუალო მიზეზი თურქული მოდგმის ტომების, სელჩუკების გამოჩენა იყო. „დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს“ დამაარსებლის — თოღრულ-ბეგის (1038-1063) მემკვიდრემ და საქმის გამგრძელებელმა სულთანმა ალფ-არსლანმა (1063-1072) არაერთგზით დალაშქრა საქართველო (1065 წ., 1068 წ.). ქართველები ბაგრატ IV-ის წინამძღოლობით მხნედ ებრძოდნენ მომხდურ მტერს და ცდილობდნენ, რომ თურქ-სელჩუკებს ქართულ მიწაზე ფეხი არ მოეკიდებინათ. ალფ-არსლანი შეცვალა მალიქ-შაჰმა (1072-1092), რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა „დიდ სელჩუკთა სახელმწიფო“.[1]

დიდი თურქობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე მეორედ განუდგა გიორგი II-ს. ამჯერად მის მეციხოვნეებს გამოსტყუა ქალაქი გაგი და განძის პატრონს ფადლონს გადასცა გარკვეულ საფასურად. ივანე ცდილობდა გარეშე მტერთან კავშირ-ურთიერთობებით გაემაგრებინა თავისი პოზიციები ქვეყანაში. ზუსტად ამ მიზნით, მან საქართველოს წინააღმდეგ წამოსულ მალიქ-შაჰს თავისი შვილი ლიპარიტი მიაგება წინ და „შეაწყნარა სულტანსა“, ამით ივანე გარკვეული ნდობის მოპოვებას ცდილობდა სულთნის წინაშე. ამავე მიზნით იგი ცოტა ხნით სულთანთანაც კი დარჩენილა. როდესაც მალიქ-შაჰმა ივანეს რაღაც დიდი სამსახური მოსთხოვა და საპასუხოდ იგი გაიქცა, გადაწყვიტა მისი მკაცრი დასჯა. სულთანმა თავისი დაპყრობითი საქმიანობა ივანეს მამულებით დაიწყო:

ვიკიციტატა
„და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე, და ტყუე იქნა ივანე, ცოლითა და შვილისშვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედაწულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან“
(„მატიანე ქართლისაჲ“[2])

მალიქ-შაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს. სამშვილდია აღების შემდეგ მოარბია ქართლი, დიდი ნადავლი შეკრიბა და უკან გაბრუნდა. შემდგომ განძას დაესხა, ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის ესეოდენ ძლიერ დაწოლას და იგი შეპყრობილ იქნა. განძის მმართველად მალიქ შაჰმა სარანგი დასვა, თან 48 ათასიანი ლაშქარი დაუტოვა. ამ უკანასკნელს ბევრი არ დაუყოვნებია და „ყოვლითა ლაშქრითა მისითა“, აგრეთვე განძის დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით წელგამართული მოადგა საქართველოს.

საქართველოს მეფე გიორგი II სარანგის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს არ დაუბნევია (შესაძლოა იგი ელოდა კიდეც ამას). მან შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი, მოიშველია აღსართან კახთა მეფე და ამგვარად მომძლავრებულ მტერს ფარცხისთან დახვდა. დიდი ბრძოლა საქართველოს ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი II-ს აუღია ანაკოფია და „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშვეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა“. „მატიანე ქართლისაჲ“-ს მიხედვით გიორგი II-მ ასევე აიღო კარის ციხე-ქალაქი და „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისაანი“, ხოლო თურქები გაუქცევია.

XI საუკუნის 80-იანი წლების სასაწყისი თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ბრბოების ახალი შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის დასაწყისად 1080 წელს მოიხსენიებს („რამეთუ ქორონიკონ იყო სამასი). თურქები შეესივნენ კლარჯეთს, შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს. ერთ დღეს დაწვეს ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნოები. თურქ-სელჩუკები თოვლის მოსვლამდე დარჩნენ საქართველოში. ასე გაგრძელდა მომავალშიც: გაზაფხულობით შემოვიდოდნენ, ხოლო ზამთარში უკან ბრუნდებოდნენ.

მათი შემოსევები განსხვავდებოდა ბიზანტიელებისა და არაბების შემოსევებისგან. თურქული მომთაბარული მეურნეობა საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას, მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდათ, ქალაქები და სოფლები გავერანდა. ასეთ მძიმე სიტუაციაში გიორგი II-მ მოიწვია დიდებულები და მათთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა ხლებოდა სულთანს. იგი ისპაჰანში ეახლა მალიქ-შაჰს. როგორც ჩანს სულთანს პატივით მიუღია საქართველოს მეფე და „ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა“[3] მალიქ-შაჰმა კახეთი და ჰერეთი უბოძა შემოსაერთებლად. საპასუხოდ საქართველოს მეფემ დიდძალი ხარკი იკისრა მათ სასარგებლოდ. ამ დროს კახეთ-ჰერეთი არ შედიოდა არც საქართველოს და არც სელჩუკების საკუთრებაში, ამიტომაც შაჰმა გიორგი II-ს ჯარი გამოაყოლა მათ დასაპყრობად. ამას მოჰყვა ვეჯინის ციხის აღებისათათვის ბრძოლა. ალყა შემოდგომიდან დაზამთრებამდე გაგრძელდა. თოვლმა მძიმე პირობები მოუტანა მეციხოვნეებს, მარამ სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში განვითერებულმა მოვლენებმა მეფე აიძულა ალყა მოეხსნა. თურქების ლაშქარს სუჯეთში, იორისპირსა და კახეთში მისცა გამოზამთრების უფლება.[4] ამ მოვლენამ კახეთის მეფე აღსართან I-ს აქტიური მოქმედების საშუალება მისცა. იგი ეახლა მალიქ-შაჰს, მიიღო ისლამი და საპასუხოდ სულთანმა მას კახეთი უბოძა.

დავით აღმაშენებლის განმათავისუფლებელი ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერწუხის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდგორის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანისის შემოერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I-ისა და გიორგი III-ის ურთიერთობები თურქებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I-ის მეფობის დროს მუსლიმური სახელმწიფოები აახლებენ ბრძოლას სამხრეთ კავკასიის მიწების ხელში ჩასაგდებად. ქართველები იძულებულნი გახდნენ ზოგი ადგილი დაეთმოთ მტრისთვის (მაგ. ანისი მუსლიმი მფლობელის ხელთ გადავიდა ყმადნაფიცობის პირობით). 1138 წელს ქართველებმა მეფე დემეტრეს სარდლობით განძა აიღეს, მაგრამ მცირე ხნით შეინარჩუნეს, რის შემდეგაც ეს ქალაქი კარგა ხანს იყო საყრდენ პუნქტი თურქებისთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი III-ის პოლიტიკის ძირითადი ხაზი, წინამორბედ მეფეთა მსგავსად, მუსლიმურ ქვეყნებთან ბრძოლა იყო და ამ ბრძოლაში წარმატებებსაც აღწევდა. 1161 წელს გიორგი მეფემ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო, ამირსპასალარს, იოანე ორბელს მიანდო მისი მართვა-გამგებლობა, თანაშემწედ კი დიდებული სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. გამარჯვებულმა მეფემ ანისის მცხოვრებთ, განურჩევლად ეროვნებისა, დიდი წყალობა მიანიჭა (ზოგიერთი ცნობით 40 000 დრაჰკანი მისცა და ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები გამოისყიდა).[5] 1162 წელს საქართველოს ჯარმა ქალაქი დვინიც გაწმინდა თურქებისგან. ეს საომარი დაპირისპირება მუსლიმების წინააღმდეგ 1171 წლამდე გაგრძელდა და ქართველების გამარჯვებით დამთავრდა.

თამარის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამქორის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასიანის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]