ქართული წარმოების ჯავშანჟილეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული წარმოების ტაქტიკური ჯავშანჟილეტი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ჯავშანჟილეტებზე მუშაობა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. 2013 წლიდან კი სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში თანამედროვე ქართულ ჯავშანჟილეტებზე მუშაობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა.

2014 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, უცხოელი ატაშეებისთვის და მედიისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ბაზაზე „დელტა“-ს მიერ წარმოებული ქართული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების სროლითი გამოცდები ჩატარდა. შემდგომში აღნიშნული ჯავშანჟილეტების პირველი პარტიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამშვიდობო მისიით მივლენილი ქართულ კონტიგენტი აღიჭურვა.

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მდგომარეობით „დელტა“-ს მიერ შემუშავებული და წარმოებაში ჩაშვებულია სამი ძირითადი ტიპის ჯავშანჟილეტი:

  • საჯარისო სპეციალური დანიშნულების Mark-1
  • საერთო-საჯარისო გამოყენების Mark-2
  • საპოლიციო დანიშნულების Mark-3

ტექნიკური მონაცემები

მოდელი Mark-1 Mark-2 Mark-3
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
დაცვის დონე: IV კლასი ჯავშანჟილეტთან ერთად NIJ-Std 0101.06 სტანდარტით IIIA კლასი NIJ-Std 0101.06 სტანდარტით IV კლასი ჯავშანჟილეტთან ერთად NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
წონა ჯავშანფილების გარეშე: 3,5 კგ 4 კგ. 3,5 კგ
წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და საზარდულის გარეშე 8,5 კგ 8,4 კგ. 8,5 კგ
წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოთი და საზარდულით 9,5 კგ - 9,5 კგ
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის გარეშე 37,9 დმ2 31 დმ2 37,9 დმ2
დაცვის ფართი საყელოთი და საზარდულის დამცავით 54 დმ2 - 54 დმ2
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით V50 1.1 გრ 720 მ/წმ V50 1.1 გრ 720 მ/წმ V50 1.1 გრ 720 მ/წმ