ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი

ქართული წარმოების პირველი უპილოტო საფრენი აპარატი შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში 2012 წელს. მისი საჯარო პრეზენტაცია 2012 წლის 10 აპრილს ვაზიანის პოლიგონზე შედგა.

თვითმფრინავი განეკუთვნება საშუალო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების კლასს. მისი პირდაპირი დანიშნულებაა ბრძოლის ველის მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის ზუსტი კოორდინატების დადგენა. თვითმფრინავის გამოიყენება ასევე სამოქალაქო დანიშნულებითაც.

გამოყენების მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სასაზღვრო პატრულირება
  • დაზვერვა/თვალთვალი
  • საჰაერო ფოტოგადაღება
  • დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით
  • სტიქიური უბედურებების მონიტორინგი
  • სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა
  • რადიაციის შემოწმება/კონტროლი
  • დღის/ღამის დაზვერვა
  • ბრძოლის ველის მეთვალყურეობა
  • სამიზნის ზუსტი კოორდინატების დადგენა
  • რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა
  • ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსი კომპოზიციური მასალებითაა დამზადებული, მისი სტარტი სპეციალური პნევმატური კატაპულტის საშუალებით ხდება, რაც საშუალებას იძლება თვითმფრინავის გაშვება სპეციალურად მოუმზადებელი ადგილიდან ან ავტომანქანის ძარიდან განხორციელდეს. მიწაზე დაშვებისას კორპუსის და სადაზვერვო ოპტიკური მოწყობილობების დაზიანებისგან დასაცავად თვითმფრინავს ეხსნება სპეციალური პარაშუტი და საჰაერო ბალიში. თვითმფრინავს აქვს ფრენის ორი რეჟიმი: ონლაინ რეჟიმში რადიომართვით და სრულ რადიოსიჩუმეჩი ავტონომიურად. ონლაინ რეჟიმში თვითმფრინავის მართვა რადიოსიხშირით ხორციელდება, მისი ჩახშობის შემთხვევაში კი ფრენა ავტონომიურ რეჟიმში ავტოპილოტით გრძელდება. სადაზვერვო ოპტიკური მოწყობილობები თვითმფრინავის წინა ნაწილშია დაყენებული, სპეციალურ გიროსტაბილიზებულ პლატფორმაზე დღე ღამური ხედვის 2 სიბრტყეში მოძრავი კამერაა დამონტაჟებული. ფოტოგადაღებისთვის კი თვითმფრინავი აღჭურვილია ფოტოაპარატით. თვითმფრინავის ძალურ დანადგარს წარმოადგენს 3,5 ცხენის ძალის მქონე შიდაწვის ძრავი. თვითმფრინავთან ერთად კომპლექტში შედის რადიომართვის ანტენა, პნევმატური გამშვები მექანიზმი და მართვის კომპიუტერული სისტემა.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრენის ხანგრძლივობა – 6-8 საათი
  • ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი
  • სიჩქარე – 60-160 კმ/სთ
  • მოქმედების რადიუსი - 150 კმ.
  • საწვავის ტევადობა - 3 ლიტრი
  • ცარიელი მასა - 12 კგ
  • ფრთაშლილობა - 3075 მმ
  • სიგრძე - 1960 მმ

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]