ქართული ქათამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ქათამიქათმის ადგილობრივი პოპულაციური ჯგუფი მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულებისა. ჩამიყალიბდა საქართველოს ცალკეული ზონის სპეციფიკურ პირობებში. განასხვავებენ 2 ეკოლოგიურ ტიპს: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქართულ ქათამს.

ფერად შავი, ჩალისფერი, ჟრუნა, თეთრინაცარა ან ჭრელია. ცოცხალი მასის ვარიაციური ფარგლები დიდია: დედალი იწონის 1,2-3 კგ-მდე, მამალი 1,5-3,5 კგ-მდე. ხორცი მაღალხარისხოვანია. ნაკლავის გამოსავალი 80% აღწევს. 5-8 თვის ქართული ქათამი იწყებს კვერცხდებას. საშუალო კვერცხმდებლობა 80-100 ც წელიწადში. კვერცხის მასა 50-60 გრამია. ქართული ქათამი ძვირფასი გენოფონდია. მისი მონაწილეობით მიღებული მაღალპროდუქტიული (რეზისტენტული) კროსები. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]