ქართული ტრადიციული საცხოვრებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქართული ტრადიციული საცხოვრებელი — არქიტექტურული ნაგებობა (სახლი) გავრცელებული ქართველ ხალხში და გამოყენებული საცხოვრებელად.

ქართული ხუროთმოძღვრულ-ეთნოგრაფიული მასალის შედარებითმა კვლევამ ცხადყო რომ ადამიანის საცხოვრებელი იცვლებოდა გეოგრაფიული ზონალობის მიხედვით. გეოგრაფიული გარემოს გავლენა გარკვეულ კვალს აჩენდა ქართველი ხალხის საოჯახო და სამეურნეო ყოფას, მატერიალურ და სულიერ კულტურას.

საცხოვრებლის კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განასხვავებენ ქართული ტრადიციული საცხოვრებლის შემდეგ ტიპებსა და ქვეტიპებს:

კოლხეთის დაბლობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წნულკედლიანი ფაცხა — როგორც საცხოვრებლის ტიპი მიჩნეულია უძველესად. იგი XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფუნქციონირებდა საქართველოში. განასახვავებენ წრიული მოხაზულობისა და სწორკუთხოვან ფაცხებს.

პიტაფიცარი — საცხოვრებელი სახლი აგებული ხის მოკლე ფიცრებით. პიტაფიცარის საფუძველი ქვებზე დაწყობილი ერთმანეთთან ჭდობით ჩამაგრებული ძელებისგანაა შედგენილი. ძელებში ამოჭრილ ღრმულებში ვერტიკალური დგარებია (ბოყვი) ჩასმული, რომელთა ორი მხარე ღრმადაა ამოღარული. პატიფიცარი ჩევულებრივ ერთგანყოფილებიანი და ორგანყოფილებიანი იგებოდა, თუმცა არსებობდა სამგანყოფილებიანიც.

ძელური ჯარგვალი — მრგვალი ან გაპობილი ძელებისგან ნაშენი ნაგებობა. ძირითადად ტყიანი რაიონებისათვის იყო დამახასიათებელი. ჯარგვალურად იგებოდა საცხოვრებელი, სამეურნეო და საინჟინრო ნაგებობანი.

ოდა — ჯარგვალის ტიპის ძელურ-ფიცრული საცხოვრებელი. უმარტივესადაა მიჩნეული ხის ან ქვის დაბალ ბოძებზე (ბოკონი) დადგმული ერთოთახიანი უაივნო ოდა-სახლი.

აჭარული სახლი — ხის ორსართულიანი კონსტრუქცია რომელიც რამდენიმე სათავსოსაგან შედგება.

ლაზური სახლი — ჩვეულებრივ ორსართულიანია და მისი კედლები ქვითაა ამოყვანილი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული სახლი — აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ზეგანზე საცხოვრებლის ძირითადი სახე. მისი განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტი პირამიდული მოყვანილობის დაკიბული, საშუქ-საკვამური ერდოთი დასრულებული გვირგვინია. დარბაზის უცილობელი ატრიბუტია წინ მოქცეული დერეფანი, რომელიც სვეტებიან პორტიკს წარმოადგენს.

მიწურბანიანი საცხოვრებელი — აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული საცხოვრებელი. არსებობდა მიწურბანიანი საცხოვრებლის ორი ქვესახეობა: გომურა სახლი და თაკარებიანი ოდა. მათ შორის განსხვავება გადახურვის კონსტრუქციულ სისტემასა და ინტერიერის გადაწყვეტის თავისებურებაში გამოიხატებოდა.

საქართველოს მთიანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკური საცხოვრებელი — ქვით ნაგები მონუმენტური ნაგებობა, რომელშიც სამეურნეო, საცხოვრებელი და დაცვითი სათავსები ვერტიკალურ ჭრილშია განლაგებული. ქვედა სართული ცხოველთა სადგომს წარმოადგენდა, შუა საცხოვრებელს, ხოლო ბოლო სართული თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა.

კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი

გალავნიანი საცხოვრებელი კომპლექსი

სახლ-ბოსელი

კალოიანი სახლი

ორსართულიანი ბანიანი სახლი

მოქცეული სახლიფშავში გავრცელებული ერთსართულიანი სახოვრებელი სახლი ამოყვანილი ქვის მშრალი წყობით. იგი ერთი მთლიანი სათავსოს სახითაა წარმოდგენილი. მის სპეციფიკურ თავისებურეაბას წარმოადგენს გადახურვა, რომელიც ქართლური გვირგვინის მსგავსადაა გადაწყვეტილი. მოქცეულ სახლში გადახურვა ორი ვარიაციითაა წარმოდგენილი: პირველში გვირგვინს ჭერის მეოთხედი უკავია და აქედან გამომდინარე კერა უკანა კედლის ახლოსაა გამართული. მეორე ვარიანტში გვირგვინი სათავსოს ცენტრშია აღმართული და კერაც გვირგვინქვეშ, დედაბოძის ძირში იყო მოწყობილი.

ორქანობიანი სახურავით დასრულებული საცხოვრებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 216-217.
  • ა. ქალდანი „ქართული ტრადიციული საცხოვრებლის ტოპოლოგიისათვის", „ძეგლის მეგობარი“, №. 86, გვ. 9-20, თბ., 1990 წელი.
  • ბერიძე, ვ. „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, თბილისი, 1983
  • ადამია, ი. „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“, ტომი 1-3, თბილისი, 1956-1979