ქართული ლეგიონი (1941-1945)
| ქართ: ქართული ლეგიონი გერმ: Die Georgische Legion | |
|---|---|
ქართული ლეგიონის სამკლავე ნიშანი | |
| აქტიური | 1941–1945 |
| ქვეყანა | |
| შემადგენლობა | ≈ 30 000 ჯარისკაცი |
| ტიპი | სახმელეთო ჯარები |
| ფერები | წითელი, თეთრი, შავი |
| ბრძოლები | II მსოფლიო ომი |
| მეთაურები | |
| ფიურერი | ადოლფ ჰიტლერი |
| გამოჩენილი მეთაურები |
შალვა მაღლაკელიძე ფრიდონ წულუკიძე |
| პოლკოვნიკი | სოლომონ ზალდასტანიშვილი |
| განმასხვავებელი ნიშნები | |
| საყელო | |
| საიდენტიფიკაციო სიმბოლო |
|
ქართული ლეგიონი (გერმ. Die Georgische Legion) — ქართული სამხედრო ფორმირება, რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. როგორც ცნობილია, მათი მთავარი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტში 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილი ქართველებით დაკომპლექტებული ბატალიონები შეიქმნა, რომლებიც „ქართული ლეგიონის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ.
ვერმახტის ქართული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვერმახტში არსებული ქართული ერთეულები (ამ სიაში არ იგულისხმება ლუფტვაფეს ერთეულები)
- 795-ე ბატალიონი „შალვა მაღლაკელიძე“
- იბრძოდნენ: 1942 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, 1943 წელს საფრანგეთში
- 796-ე ბატალიონი
- იბრძოდნენ: 1942/43 წლებში ტუაფსეში, ჩრდილოეთ კავკასიაში
- 797-ე ბატალიონი „გიორგი სააკაძე“
- იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში
- 798-ე ბატალიონი „ერეკლე II“
- იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში, 1945 წელს გერმანიაში
- 799-ე ბატალიონი „დავით აღმაშენებელი“
- იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში, 1945 წელს გერმანიაში
- 822-ე ბატალიონი „თამარ მეფე“
- იბრძოდნენ: 1943/44/45 წლებში საფრანგეთში და ტექსელში, ნიდერლანდებში
- 823-ე ბატალიონი „შოთა რუსთაველი“
- 824-ე ბატალიონი „ილია ჭავჭავაძე“
- I/9 ქვეითი ბატალიონი
- იბრძოდნენ: 1942:43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში და საფრანგეთში
- II/198 ქვეითი ბატალიონი
- იბრძოდნენ: 1943 წელს 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე, 1945 წელს: ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში
- II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
- იბრძოდნენ: 1942/43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში და საფრანგეთში
- „ბერგმანის“ №1 ქართული სადაზვერვო ბატალიონი
- იბრძოდნენ: 1942/43 წლებში, დივერსიები ჩრდილოეთ კავკასიაში და ანტიპარტიზანულ ბრძოლებში ყირიმში
- ქართული სს ჯგუფი
- იბრძოდნენ: 1944/45 წლებში ჩრდილოეთ იტალიაში
- დივერსიული რაზმები „თამარა I და II“
- ბრძოლის ადგილი უცნობია
- I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
- ბრძოლის ადგილი უცნობია
- II/125 სასწავლო ბატალიონი
- ბრძოლის ადგილი უცნობია
- III/9 სასწავლო ბატალიონი
- ბრძოლის ადგილი უცნობია
1 SS-ვაფენგრუპი „საქართველო“ შეიქმნა 1944 წლის 11 დეკემბერს და მას მეთაურობდა სს-ის ვაფენ-შტანდერფიურერი მიხაელ ფრიდონ წულუკიძე. ამ ქვედანაყოფების გარდა, ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო, უზრუნველყოფის და საპატრულო ქართული ცალკეული ასეულები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივიდ მარშალ ლენგი. (1962), თანამედროვე საქართველოს ისტორია. ლონდონი: ვეიდენფელდი და ნიკოლსონი.
- გ. მამულია. (2011), ვერმახტის ქართული ლეგიონი. მტრები და მოკავშირეები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Soviet Volunteers in the German Wehrmacht during World War II დაარქივებული 2013-11-10 საიტზე Wayback Machine.
- Essay on the 822nd Georgia Battalion of the German Army
- ვერმახტის ქართული ქვედანაყოფები და ფოტოგალერეა
- ქართველები მეორე მხარეს
- გენერალი შალვა მაღლაკელიძე
- ვერმახტის ქართული ლეგიონი, გერმანიის მხარეს მებრძოლი 30 000 ქართველი