ქართული კოწახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული კოწახური
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  კოწახური
სახეობა:  ქართული კოწახური
ლათინური სახელი
Berberis iberica Stev. & Fisch. ex DC.

ქართული კოწახური (ლათ. Berberis iberica) — ბუჩქოვანი მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა. მისი ახალგაზრდა ტოტები მოწაბლისფრო-ყვითელი, ცილინდრული, გლუვი ან სუსტად დაღარულია. აქვს მარტივი, ტყავისებური ფოთლები, მოყვანილობით კვერცხისებურიდან ლანცეტასებურამდე. ქვედა ეკლები სამად არის გაყოფილი, ზედა ეკლები კი მარტოულია. ყვავილედი მრავალყვავილიანია. მოგრძო ნაყოფი წითელი ფერისაა და ლეგა ნაფიფქი აყრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება ქართლსა და კახეთში. იზრდება ველებზე, მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში და მდინარეების ტერასებზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 76.