ქართლოს მარადაშვილი
იერსახე
| ქართლოს მარადაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1942 ტყვიავი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | „ქართულ ფილმთან“ არსებული კინოსამსახიობო ფაკულტეტი |
| საქმიანობა | კინომსახიობი |
| აქტიური | 1970– |
| ორგანიზაცია | საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი |
| ჯილდოები |
|
| კინოსტუდია | „ქართული ფილმი“ |
ქართლოს მარადაშვილი (დ. 11 აგვისტო, 1942, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958 წელს დაამთავრა ტყვიავის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ 1 წელი ისწავლა, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ 1969 წლამდე იყო გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, შემდეგ — რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრისა. 1970–1973 წლებში სწავლობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კინოსამსახიობო ფაკულტეტზე. იმავე წლიდან ითვლება „ქართულ ფილმის“ უმაღლესი კატეგორიის კინომსახიობად. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ღირსების ორდენის კავალერი (2002).[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|
| 1970 | ფ | წყალდიდობა | |
| 1970 | ფ | დიდოსტატის მარჯვენა | ფხოველი |
| 1971 | ფ | დაისი | მალხაზი |
| 1972 | ფ | ჩარი რამა | კოსტა |
| 1973 | ფ | ლევან ხიდაშელი | |
| 1974 | ფ | ღამის ვიზიტი | ოპერ მუშაკი |
| 1975 | ფ | გაქცევა გათენებისას | პატიმარი |
| 1975 | ფ | პირველი მერცხალი | ბერძენი |
| 1977 | ფ | პეპელა | |
| 1977 | ფ | უმცროსი და | უფროსი ლეიტენანტი |
| 1979 | ფ | Дюма на Кавказе (ქართ. დიუმა კავკასიაში) | |
| 1979 | ფ | კაცია ადამიანი?! | |
| 1981 | ფ | დები წყვდიადში | პეპე |
| 1982 | ფ | სიბრძნის კარავი | უფროსი ძმა |
| 1983 | ფ | წიგნი ფიცისა | მეფე დავითი |
| 1984 | ფ | უკვდავების თეთრი ვარდი | თავადი |
| 1985 | ფ | ვინ არის მეოთხე? | ოთარი |
| 1985 | ფ | მევლუდი | თავადი — ლევან მიქელაძე |
| 1987 | ფ | ბრავო, ალბერ ლოლიშ! | ახმედი |
| 1988 | ფ | როდესაც ჩაგიქროლებს, რაც ვერ ჩაგივლის | |
| 1989 | ფ | მათთვის, ვინც მამამ მიატოვა | თენგიზი, შახო |
| 1990 | ფ | საბედისწერო გასროლა | |
| 1990 | ფ | ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი | გამომძიებელი |
| 1990 | ფ | ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი) | ქართველი ემიგრანტი |
| 1992 | ფ | მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად | |
| 1992 | ფ | ოქროს ობობა | ბრმა |
| 2007 | ფ | სვანი | ბედან ნესტრიანის მამა |
| 2010 | ფ | ომი და ქორწილი | |
| 2012 | ფ | ხატი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართლოს მარადაშვილი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-20. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2020.