ქართველ მართველთა სახელით მოჭრილი მონეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართველ მართველთა სახელით მოჭრილი მონეტა— სხვადასხვა დროს თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, რომლებზეც ზარაფხანის სახელი ყოველთვის არ იყო აღბეჭდილი. თბილისში ასეთი ვერცხლის მონეტები მოჭრეს . VI საუკუნეში, ისინი სასანური ირანის დრაქმების ტიპისაა, მაგრამ მის შუბლზე ქართული ასომთავრულით ქართლის ერისმთავართა სახელებია ამოკვეთილი. თავდაპირველად სახელები შემოკლებული იყო, შემდეგ სტეფანოზმა მონეტაზე თავისი სახელი სრულიად ამოაკვეთინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 884, თბ., 2002