ქართველი ებრაელების სინაგოგა თელ-ავივში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართველი ებრაელების სინაგოგა თელ-ავივში — სინაგოგა ისრაელის ქალაქ თელ-ავივის კვარტალ ნევე-შეანანში. აშენდა 1926 წელს ემიგრანტი ქართველი ებრაელების მიერ.

პორტალის - "იზრუს" ინფორმაციით, სინაგოგა შეიძლება მალე ბულდოზერებით აიღონ და მის ადგილზე ახალი შენობა ააგონ. გაზეთ "მაარივი"-ს ცნობთ, სინაგოგა რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა და მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში უბრალო ქოხად არის რეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, "ოდესღაც საქართველოდან ჩასულთა დიდი სათვისტომო თელ-ავივის სამხრეთით თითქმის გაქრა - ადამიანები გაემგზავრნენ, მათი ადგილი კი ათობით ათასმა გასტარბაიტერმა და ინფილტრანტმა აფრიკიდან დაიკავა". სათვისტომოს წარმომადგენლებმა 2011 წლის დეკემბერში ისრაელის იუსტიციის მინისტრს გაუგებრობის გამოსწორების თხოვნით მიმართეს - თუ შენობა სალოცავ სახლად იქნება აღიარებული, მაშინ მის აღებას ვერ შეძლებენ.

როგორც გაზეთი იუწყება, სინაგოგის ეზოში ბარი გაიხსნა, რომელშიც არალეგალებს იფარებენ, მის პირდაპირ ორი ჯიხურია განთავსებული, რომელიც ფილიპინელებს ეკუთვნით. თავად სინაგოგაში თითქმის არაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, ქართველ ებრაელთა არამრავალრიცხოვან უხუცესებს მისი შენარჩუნება სურთ, რასაც "სიბილწის ზღვაში სიწმინდის კუნძულს" უწოდებენ. მათი აზრით, სინაგოგა ქართველი ებრაელების ტრადიციის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა ხელისუფლება მათ არ უსმენს. სასამართლომ შენობის დემონტაჟზე თანხმობა უკვე გასცა, სინაგოგის მრევლი კი კომპენსაციის სახით 290 ათასს შეკელს (თითქმის 60 ათასი ევრო) მიიღებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]