ქართველები კანადაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქ ტორონტოს ხედი

ქართველები კანადაში — ეთნიკური ქართველები კანადაში, მათი რაოდენობა დაახლოებით 500 ადამიანის ფარგლებში მერყეობს, უმრავლესობა ცხოვრობს ქვეყნის დიდ ქალაქებში[1][2]. 2004 წლის 12 სექტემბრიდან ქ. ტორონტოში გაიხსნა პირველი ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი მასწავლებლები სასწავლო პროცესს მშობლიურ ქართულ ენაზე წარმართავენ, გაკვეთილები ანტიბეს საზოგადოებრივ ცენტრში ტარდება[3]. ქართველებს ასევე აქვთ საკუთარი რადიო სადგური FM „მამული“, 2005 წლის 5 მარტს ტორონტოში დიაპაზონის 1430 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე ქართული რადიო პირველად გავიდა ეთერში. რადიო „მამული“ ყოველ კვირა საღამოს 11 საათიდან 12 საათამდე მაუწყებლობს. 2006 წლის იანვრიდან კი რადიო „მამულმა“ კანადის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში — ვანკუვერშიც დაიწყო მაუწყებლობა. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს დიაპაზონის 1470 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე საღამოს 7 საათიდან 8 საათამდე მიმდინარეობს. მომავალში დაგეგმილია რადიო მაუწყებლობის დაწყება კანადის ჩრდილოეთ სპორტულ დედაქალაქში კალგარიში[4]. საქართველოში ამ რადიოგადაცემის პირდაპირ ეთერში მოსმენა შესაძლებელია ყოველ ორშაბათს ინტერნეტის მეშვეობით. კანადაში ასევე არსებობს ქართულ-კანადური ფოლკლორული ანსამბლი „დარბაზი“, კანადელებით დაკომპლექტებული, ქართული ხალხური ფოლკლორის შემსრულებელი 10 წევრიანი სასიმღერო კოლექტივიდან ეროვნებით ქართველი მხოლოდ ორი წევრია — ანსამბლს ხელმძღვანელობს შალვა მახარაშვილი და ვახტანგ ქაჩიბაია.

2012 წლის აგვისტოში ტორონტოში გამოიცა პირველი ქართული გაზეთი "მამული" რომლის რედაქტორი და გამომცემელია ალეკო ჩაჩანიძე. გაზეთი ვრცელდება ტორონტოში, ოტავაში, მონრეალში, კალაგრსა და ნიუიორკში. 2013 წლის აგვისტოში ვანკუვერში მცხოვრები ქართველების თაოსნობით გაიხსნა გაზეთ "მამულის" ვანკუვერის ბიურო, რომელსაც დავით ხუფენია ხელმძღვანელობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]